საზოგადოება

“ხუთი მითი, რომელიც დიდი ხანია ეკლესიის ირგვლივ არსებობს”

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახური საბერძნეთში, იერონიმე ქათამაძე ფეისბუქში წერს:

“ყველაფერი რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის!” – მეგობრებო, მინდა მცირედად გესაუბროთ იმ მითების შესახებ, რომელიც ეკლესიის ირგვლივ არსებობს დიდი ხანია და ვინაიდან ამაზე არავინ არ საუბრობს არგუმენტირებულად, ხალხი ხშირად დაბნეულია, ან გაურბის ამ თემაზე საუბარს მორიდების გამო, თუმცა მათ აწუხებთ ეს კითხვები…!

1) საეკლესიო შესამოსელი, რომელიც სხვადასხვა ფერისაა, მათ შორის ძირითადად ოქროსფერი, ოქროს ნაჭირთ ან ძაფებით არ არის მოქარგული ან შეკერილი, ის უბრალოდ ოქროსფერი ნაჭრით ან ძაფით იკერება.

2) ჯვარი ან ენკოლპოიონი (ეპისკოპოსის გულსაკიდი ხატი), რომელსაც ის მსახურებაზე (ან მის მიღმა) ატარებს, ოქრო არ არის, არც ბრილიანტის თვლებითაა მორთული, არამედ ბრინჯაოა (სპილენძის ნაზავი სხვა ქიმიურ ნივთიერებებთან) ან იშვიათ შემთხვევებში ვერცხლი და მორთულია ასევე ბიჟუტერიით და არა ბრილიანტებით და ლალის ქვებით.

3) მიტრა (თავსაბურავი რომელსაც სასულიერო პირი წირვაზე ატარებს) არ არის ბრილიანტებით, ლალის ან ცირკონის თვლებით მორთული, არამედ ოქროსფერი მატერიითაა დამზადებული და ბიჟუტერიით (ყალბი ქვებით) გაწყობილი.

4) სამღვდელმთავრო და საიღუმენო ლიტურგიული და ყოველდღიური კვერთხი (ხელჯოხი) არ არის ოქროსგან დამზადებული, არამედ მოვერცხლილი ბრინჯაოსგან.

5) ის დიდი ხელის ჯვარი, რომელზეც წირვის ბოლოს (ან სხვადასხვა მსახურებებზე) ემთხვევით ხოლმე, ოქრო არ არის, არამედ ოქროსფერია! (მატერიაზე უკვე ზემოთ მრავალჯერ დავწერე).

ჩემო ძვირფასებო, ამ ყველაფერს ვწერ იმისთვის, რომ თვალი ხშირად ტყუვდება და ცდუნდება, რომ არ დაბრკოლდეთ საჭიროა ამომწურავი ინფორმაცია გქონდეთ იმის შესახებ, თუ რა და როგორ ხდება იმ ეკლესიის წიაღში, რომლის მრევლიც თქვენ ხართ.

კითხვა ჩნდება, მაშ რა საჭიროა ასეთი ბრჭყვიალა შესამოსლები წირვებზე?
ამაზე პასუხი ნათელია, იმიტომ სჭირდება, რომ საღმრთო ლიტურგია, ეს არის “ღვთის სასუფეველი დედამიწაზე”, რა დროსაც ყველაფერი (მატერიალური) ისეთივე ნათელი და მბრწყინავი უნდა იყოს, როგორიც ზეციურ სასუფეველშია (მეტაფიზიკურად, იმატერიალურად), რომ მიახლოებით მაინც იყოს თვალისთვის აღქმადი ღვთის ბრწყინვალება და სასუფეველის დიდებულება!

პატივისცემით, თქვენი მსახური ქრისტე იესოს მიერ,”- წერს იერონიმე ქათამაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close