მთავარი»საზოგადოება»„ხელოვანი, სპორტსმენი, მეცნიერი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაერიოს პოლიტიკაში, არანაირად“

„ხელოვანი, სპორტსმენი, მეცნიერი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაერიოს პოლიტიკაში, არანაირად“

8
გაზიარებები
Pinterest Google+

ნუ გიკვირთ, როცა გვაღიზიანებს ეს დავერბოვკებული ხელოვანები – ყოფილი სამხედრო ექიმი, ნინო ახობაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

„არ მიკვირს ის აჟიოტაჟი, რაც ატეხილია ხატია ბუნიათიშვილის გარშემო.
მაღიზიანებს ეს გაუთავებელი გარჩევები, მაგრამ ესაც ბუნებრივია. ეხლა მე თავადაც ამას ვარჩევ, აბა სხვა რას ვაკეთებ.
რატომ ხდება ეს, თქვენც ხომ ხვდებით
იმიტომ რომ
ხელოვანი, სპორტსმენი, მეცნიერი…
არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაერიოს პოლიტიკაში
არანაირად.
მესმის, რომ ისინი საზოგადოების რჩეული ნაწილი არიან და სიტყვის უფლება საბედნიეროდ დღეს ყველას აქვს
მაგრამ
არ შეიძლება მხარე იყოს ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორია და არც ჟურნალისტები!
ეს გულისამრევია, ეს არასწორია, არაეთიკურია თუ გნებავთ.
უმეტესწილად ამის პროვოცირებას თავად პოლიტიკოსები ახდენენ, დიახ.
მე-როგორც ერთ ჩვეულებრივ ადამიანს, მინდა რომ მიყვარდეს, მომწონდეს ნიჭიერი ხატია. მართლა მინდა.
მაგრამ როგორც კი ამ გვარ-სახელს მოვკრავ სადმე თვალს, მინდა თუ არ მინდა იმწამს მიშა სააკაშვილი მახსენდება და მერე ამ ნიჭიერი მუსიკოსის სიტყვები-როგორი ბავშვური და საყვარელია სააკაშვილი!
და აღარ მინდება მოვუსმინო მის დაკრულს. ეს ცუდია, განა მომწონს..
ბუბა კიკაბიძე ჩემთვის ჩემს ბავშვობასთან და დანელიას კეთილ ფილმ “მიმინოსთან” ასოცირდება. ასე იყო ყოველთვის და დღეს მისი გვარის გაგებაზე ისევ სააკაშვილი მიდგება თვალწინ და ესეც ცუდია.
არც სოსო ჯაჭვლიანით ვარ აღფრთოვანებული და როცა მისი გედია მახსენდება, იქვე თვალწინ მიდგება როგორ ეჭიმებოდა და აგინებდა ბარამიძეს პარლამენტში.. რბილად რომ ვთქვა-არ მესიამოვნა. თუმცა მე ვინ რას მეკითხება…
ძალიან მიყვარს ზაზა პაპუაშვილი, გულს მფხანს, ჩემს სათქმელს ამბობს ხოლმე
მაგრამ
მინდა სცენაზე ვუყურო, რა ვქნა..
სია გრძელია..
ანიტა რაჭველიშვილი თუნდაც. ამ ადამიანის აგრესიული გამოხტომები ცოტა შორდება ხელოვანის ნიშას..
პოლიტიზირებული “ჩემი ცოლის დაქალებიც”, ერთი საყვარელი ქართული სერიალი ქართულ რეალობაზე, რომელიც თავიდან ძალიან მომწონდა და მიყვარდა…
ნუ, ჟურნალისტებზე აღარაფერს ვამბობ…
სირცხვილია და მეტი არაფერი
ვინ ვის დაკვეთას ასრულებს, მიდი და გაიგე!
იშვიათობად იქცა პროფესიონალი.
გასაგებია რომ ბევრი ქვეყნის მონარქი თუ მთავრობის ხელმძღვანელი იღებს ფოტოებს ცნობილ სპორტსმენთან და ხელოვანთან
მაგრამ
ეს ასეთ აგრესიას იწვევდეს იმ ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილში, რატომღაც ვერ წარმომიდგენია. თან როდესაც ეს აგრესია სპორტსმენზე გადადის…
თქვენი არ ვიცი და მე ძალიან მომწონს როცა ყველა მომღერალს ეძახიან თუნდაც საახალწლო კონცერტზე და პოლიტიკური ნიშნით არ ხდება მათი დაყოფა.
ეს ნორმალურია, ესაა ზუსტად დემოკრატიული ჩემთვის.
და არა წინა მთავრობის დროს აორთქლებული ანსაბლი “ფორტე”..
მოკლედ
მოგცა ღმერთმა ნიჭი
უყვარხარ შენს ხალხს
გაგიცნო მსოფლიომ
სიხარულს ანიჭებ მსმენელს
შენი გამარჯვებით ხარობს მილიონი კაცი…
დეეტიე რააა და ნუღარ უძვრები ამ ყავლგასულ პოლიტიკოსებს, რაში გჭირდება თორე კი!
მეპურე ხარ და “აცხვე რაა პური” და
დამიტოვე უფლება
მოგისმინო და კრეტინი სააკაშვილი არ გამახსენდეს შენზე!
ვსო, სულ ამის თქმა მინდოდა.

და კიდევ: მე რომ მე ვარ
აქ რაღაცეებს ვწერ და ჩემს ადამიანებს, ჩემს ფრენდებს ეს მოწონთ
სთარები და ვარსკვლავები კი არა
ჩემზეც ღიზიანდებიან, როცა იშვიათად რაღაც დოზით პოლიტიკას შევეხები ხოლმე ჩემს სტატუსში…
ჰოდა მოკლედ
ნუღარ გიკვირთ როცა გვაღიზიანებს ეს დავერბოვკებული ხელოვანნი…
ისინი აქ არც მიხსენებია, აი მიშაზე და ბიძინაზე ლექსებს რო წერენ.. (((( ეგენი ისე მეცოდებიან, რაღა ჩემი კრიტიკა უნდათ..
რა თქმა უნდა, შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ, ეს თქვენი უფლებაა…“ – წერს ნინო ახობაძე.

წინა პოსტი

სვანეთში, ტრადიციული დღესასწაული “ლამპრობა” აღნიშნეს

შემდეგი პოსტი

„სააკაშვილს სჩვევია, რომ ყველამ შეცდომა დაუშვა, გარდა მისი საკუთარი თავისა“