მთავარი»პოლიტიკა»„ხანდახან აკეთებ ერთს და გამოგდის მეორე და საბოდიშოდ გიხდება საქმე“ – ნიკა მელია

„ხანდახან აკეთებ ერთს და გამოგდის მეორე და საბოდიშოდ გიხდება საქმე“ – ნიკა მელია

7
გაზიარებები
Pinterest Google+

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ზუგდიდის ამბებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:

“ზუგდიდთან დაკავშირებით…

ხანდახან ხდება, აკეთებ ერთს და გამოგდის მეორე და საბოდიშოდ გიხდება საქმე.

სწორედ ეს მოხდა ზუგდიდში. გვინდოდა დამცავი პაკეტები (სადეზინფექციო ხსნარი, ხელთათმანები და პირბადეები) მიგვეწოდებინა ჩენი მოქალაქეებისათვის, როგორც მივაწოდეთ სხვა რეგიონებში – რიგის, დისტანციის დაცვით.

ზუგდიდში კი, იმდენი ხალხი მოვიდა, სამწუხაროდ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. აღმოჩნდა იმიტომაც რომ სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ზუგდიდში პოლიცია არ გვეხმარებოდა დისტანციის რეგულირებაში.

როგორც კი საფრთხე გაანალიზდა
დარიგება შეწყდა, მაგრამ ეს მაინც არ გვამართლებს. გათვლილი უნდა გვქონოდა ყველა დეტალი და პროცესის განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი.

ორგანიზატორები ნამდვილად არ ელოდნენ ამხელა ნაკადს.

ზუგდუდის ინციდენტმა აჩვენა ერთის მხრივ ორგანიზატორების მოუმზადებლობა და მეორეს მხრივ ის, თუ როგორ ჰყავს ხელისუფლებას დატოვებული მოქალაქეები პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების გარეშე, სახლში გამოხდილი არყით დეზინფექციისა და კაშნეებით დაცვის ამარა”, – წერს ნიკა მელია.

წინა პოსტი

დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლთან ცეცხლი გახსნეს

შემდეგი პოსტი

“დარჩი სახლში!“ - ჩიკოლინო მოსახლეობას მიმართავს (ვიდეო)