მთავარი»მსოფლიო»კაცი, რომელმაც კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი დაარღვია ნიანგმა შეჭამა

კაცი, რომელმაც კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი დაარღვია ნიანგმა შეჭამა

7
გაზიარებები
Pinterest Google+

კაცი, რომელმაც რუანდაში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი დაარღვია, ნიანგმა შეჭამა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ქვეყნის სამხრეთით, კამონის რეგიონში მოხდა. კაცმა სათევზაოდ წასვლა გადაწყვიტა და მდინარის ბინადარი ნიანგის მსხვერპლი გახდა.

რეგიონის პოლიციაში აცხადებენ, რომ ის ერთ-ერთი იყო იმ მოქალაქეებისგან, ვინც Covid 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს არ ემორჩილებოდა.

რუანდაში კორონავირუსის 40 შემთხვევაა დაფიქსირებული. აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

წინა პოსტი

„პირველი არხი - განათლება“ უკვე ეთერშია

შემდეგი პოსტი

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ხუთი სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანეს