მსოფლიო

კარანტინში გადაყვანა რონალდუს შემდეგ ლიონელ მესის ემუქრება

არგენტინის მთავრობამ დაადგინა, რომ ნებისმიერმა ფეხბურთელი, რომელსაც ევროპიდან გამოიძახებენ ეროვნულ გუნდში, კორონავირუსთან დაკავშირებით, ვალდებული იქნება 14 დღე კარანტინი გაიაროს.

„ევროპაში მოთამაშე ნებისმიერი არგენტინელი ფეხბურთელი იზოლირებული უნდა იყოს 14 დღით”, – მოჰყავს არგენტინის ტურიზმისა და სპორტის მინისტრის მატიას ლამენსის სიტყვები TyCSports-ს.

რამდენიმე არგენტინელ ლეგიონერს მართლაც მოუწევს ძალიან მალე სამშობლოში გამგზავრება, რადგან მარტის ბოლოს იწყება მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი სამხრეთ ამერიკის ზონაში. გამოძახებულებს შორის არის „ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესიც.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსის” შემტევი, კრიშტიანუ რონალდუ უკვე კარანტინშია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close