საზოგადოება

“კარანტინის დამრღვევს აღარასდროს შეეძლოს ქვეყნის დატოვება, ვეღარასდროს იმუშაოს სახელმწიფო სამსახურში”

“მთავრობას ვთავაზობ იდეას, რომლის განხორციელებაც დიდ სირთულეს არ წარმოადგენს და უკვე სხვა ქვეყნებში აპრობირებულიცაა.

📚 მომზადდეს სამართლებრივი ბაზა და კარანტინის დამრღვევს არ შეეძლოს: ქვეყნის დატოვება, ჩამოერთვას მართვის მოწმობა, არ ჰქონდეს იარაღის ტარების ან შენახვის უფლება, ვეღარასოდეს იმუშაოს სახელმწიფო სამსახურში და ა.შ.

სინგაპურმა უკვე გამოიყენა ეს ქმედება და მოქალაქეს, რომელმაც დაარღვია კარანტინის წესი, აღარასოდეს შეეძლება ქვეყნის დატოვება. ⛔️

ადრე იგივე ქმედება განახორციელა ავსტრალიამაც და რამდენადაც მახსოვს მოქალაქეობაც კი ჩამოართვა იმ პირებს, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს მხარეს იბრძოდნენ. ⚔️

ნუ შეგვეშინდება რადიკალური ზომების მიღების, ჩვენ კანონმორჩილი მოქალაქეები არ უნდა დავისაჯოთ იმ ადამიანების გამო, რომელთაც უბრალოდ მოქალაქეობრივი თვით-შეგნება არ გააჩნიათ.
დავასწროთ ვირუსის გამავრცელებელ უპასუხისმგებლო პირებს და მოვაქციოთ მავნებლები კანონის ჩარჩოში❗️” – წერს ოთარ ჩრდილელი ფეისბუქზე. 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close