საზოგადოება

“კალთაში რომ ჩასხდომოდნენ ერთმანეთს, არც ამაში არ იქნებოდა კრიმინალის ნიშნები და უნდა ჩასხდომოდნენ?”

დაიხვიეს ეხლა ხელზე ,,ჯინსები.”

დავიწყოთ იმით, რომ კანონით დადგენილ შემთხვევებში, პენიტენციური ობიექტის (გარდა სველი წერტილებისა.) ვიდეო მონიტორინგი სავსებით დასაშვები და რიგ შემთხვევებში სავალდებულოც კია.
ხოლო, უშუალოდ პატიმრის (ბრალდებულის/მსჯავრდებულის) ადვოკატთან, ან/და უფლებადამცველთან ვიზიტის დროს მონიტორინგი დასაშვებია აუდიო ეფექტის დახშვის გზით, მხოლოდ ვიდეო მეთვალყირეობის გამოყენებით.
როდესაც არსებობს ანგარიშგასაწევი საფუძველი, რომ პატიმრის საკანი უნდა კონტროლდებოდეს, ის უნდა კონტროლდებოდეს და თუ ჩანაწერებზე დაფიქსირდება ისეთი რამ, რაც ნიშანდობლივია, ჩანაწერიც უნდა დაარქივდეს, მისი შენახვის საჭიროების აღმოფხვრამდე.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული არის კანონის შესაბამისი განმარტებები და პრობლემა ის კი არ არის, რომ ეს ხორციელდება, პრობლემა შესაძლებელია იყოს ის, რომ ყოველთვის არ ხორციელდება, როდესაც საჭიროა.

ახლა რაც შეეხება ,,ჯინსებს”
ჯინსებით ვერ გააკვირვებთ ვერავის.
თეა წულიკიანს მაშინ ეცვა ჯინსები, როცა დღეს, 2020-ში ჯინსებით თავმომწონე ხალხი პადიუპკებით დადიოდა.
გადახედეთ 90-იანების ფოტო-არქივებს და იხილეთ.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ საღად მოაზროვნე ადამიანები ,,ჯინსების” თემას წამოეგებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვს ამ ქვეყნის მოსახლეობაზე.

გახეულ ჯინსზე, როგორც მოვლენაზე არ გაუკეთებია არავის აქცენტი. ჯინსებიც კარგია, კეპკაც და შლიაპაც. აქ ქცევის მიზანშეწინილობა გახდა კრიტიკის საგანი. უნდა იცოდეს ადამიანმა რა-როგორ, რანაირად და რა ფორმით აკეთოს.
არსებობს გარკვეული სუბორდინაციული ნორმები, რომლებიც დაცული უნდა იქნეს ყველა ოფიციალური და თუ გნებავთ არაოფიციალური პირის მხრიდან, როდესაც პენიტენციურ დაწესებულებაში შედის.
შუბით დაარღევს ამ ნორმებს თუ ჯინსით არ არის გადამწყვეტი.

კალთაში რომ ჩასხდომოდნენ ერთმანეთს, არც ამაში არ იქნებოდა კრიმინალის ნიშნები და უნდა ჩასხდომოდნენ?
რაზეა საუბარი საერთოდ?! ძმაკაცების სანახავად თუ შედიან სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები ეს მთლად ცალკე ტრაგედია ყოფილა, მაგრამ არც ამ შემთხვევაშია ეს გამართლებული.
ტანსაცმელში არ არის აქ მთავარი პრობლემა. პრობლემაა ქცევის ტიპში. თუმცა, არსებობს გარკვეული სამსახურები და დაწესებულებები, სადაც ნიშანდობლივია ჩაცმის სტილიც. მე რამდენად ვეთანხმები პერსონალურად ამას, ეს სხვა საკითხია.
იმას ნამდვილად ვეთანხმები, რომ ქცევა და ჩაცმის სტილი არ უნდა იყოს დემონსტრაციულად ვულგარული.
ჩნდება კითხვა: ნორმალურად რომ მოქცეულიყო ის თანამშრომელი, დაეცვა სუბორდინაციული ნორმა, შარვალი მაინც იქნებოდა თუ არა პრობლემა? – პირადად ჩემთვის არა !

ციხე უნდა იცოდე რა არის, რომ მიხვდე რა პრობლემაა იმ ჩანაწერში.
და როდესაც ამბობენ, რომ თანასწორად მოქცევა პირიქით კარგიც კია, ვერც კი ხვდებიან, როგორ შეურაცხოფენ ადამიანების თანასწორუფლებიანობას.
თანასწორად ექცეოდა რას ნიშნავს? რა, სახალხო დამცველის წარმომადგენელი რამით მეტია რომელიმე პატიმარზე?!
ოი კეთილშობილო კრიტიკოსებო, რა დიდი და კეთილი გული გაქვთ, მადლობელი უნდა იყოს ვინმე, რომ ვიღაცამ თავისი სპეტაკი პირი პატიმრის ყავას აკადრა, თუ იმის გამო, რომ სპეტაკი უკანალი პატიმრის საპირფარეშოში შეიტანა?! – თქვენ საერთოდ ვინ გგონიათ თქვენი თავი?!

ელემენტარული საკითხები არ ესმით ამ ქცეყანაში, ამათ რა უნდა გაიგონ და რაზე უნდა იმსჯელონ საერთოდ სერიოზულად?!

ადამიანთან ძალიან ახლოს რომ არ უნდა მიხვიდე, დისტანცია რომ არ უნდა დაარღვიო, დემონსტრაციულად რომ არ უნდა გაუშინაურდე და ,,შუტკა” რომ არ უნდა გაუხსნა, უნდა გამეცადინოთ ამაში ვინმემ?!

შეიძლება პედაგოგმა მოსწავლესთან ერთად ჭამოს?!
შეიძლება ექიმი თან ჭამდეს და თან ისე ესაუბრებოდეს პაციენტს?
შეიძლება მოსამართლე ბრალდებულის მოდუღებულ ყავას სვამდეს?!
შეიძლება კანონდმებელი პატიმრის საკანში 4 საათი სვამდეს და შემდეგ შარდავდეს ამავე საკნის ტერიტორიაზე?!

ეს ყველაფერი ერთადერთ შემთხვევაშია დასაშვები. მაშინ, როდესაც სპეცოპერაია ტარდება ინფორმაციის გამოსატანად ფარული, სტრატეგიული მეთოდებით. ასეთ შემთხვევაში დაწოლაც შესაძლებელია ადამიანთან. ეს სრულიად სხვა საკითხია, მაგრამ ეს საკითი არანაირად არ შედის სახალხო დამცველის ოფისის ფუნქციებში.

(ისე, ჩვენში რომ დარჩეს, არასოდეს არ ყოფილან მოწოდების სიმაღლეზე სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები ვიზიტების დროს. არასდროს, არც ერთი სახალხო დამცველის პირობებში და ახლა მითუმეტეს არ არსებობს ამისი მიზეზი, როგორც ჩანს.
რაოდენ გასკავირიც არ უნდა იყოს, ტუღუშს ყავდა ბევრად ნორმალური კადრები. ტუღუშის შემდგომი საქციელის შემდეგ, მესმის რომ ძნელად წარმოსადგენია, მას რაიმე კარგი გაეკეთებინა, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს იმის გაზგასმას, რომ როგორც სახალხო დამცველი კარგად ასრულებდა ფუნქციებს და გაცილებით კარგი გუნდი ყავდა. )

აქცენტებს არასწორად სვამთ, გასცდით თქვენს პრიზმას და შედარებით ყურადღებით უსმინეთ მათ, ვინც არ გაწყობთ, რომ მართალია, მაგრამ ხშირად მართალია.

P.S. ვინმეს რამე რომ დაემართოს ყველგან შარდვით და ყველაფრის ჭამით, ბოლოს ესეც სხვას დაბრალდება და არა მათ, ვინც ქცევის სტანდარტების დაცვის გარანტია. უსაფრთხოების სტანდარტები მაინც დაიცავით, თუ პროფესიულ ეთიკას არ იცავთ. – წერს გვანცა ყუფარაძე ფეისბუქზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close