მთავარი»საზოგადოება»კახეთში საავადმყოფოები განსაკუთრებული მზადყოფნის რეჟიმზე გადადის

კახეთში საავადმყოფოები განსაკუთრებული მზადყოფნის რეჟიმზე გადადის

7
გაზიარებები
Pinterest Google+

კახეთში თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი ადამიანების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია. დღეის მდგომარეობით, ლაბორატორიაში გაგზავნილი სამი კვლევიდან Covid 19 არ დადასტურებულა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონულ განყოფილებაში განაცხადეს. განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, რეგიონში, ორი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 8 საკარანტინე ლოკაციაზე 528 მოქალაქე იმყოფება. ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თვითიზოლაციაში მყოფი იმ მოქალაქები რეგიონის მასშტაბით 463 -ია, ხოლო 18-ს მეთვალყურეობის ვალდებულება მოეხსნა. 3 პირი კი თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო იძულებით გადაიყვანეს თბილისში საკარანტინე სივრცეში.

ამასთან, ეთნიკურად აზერბაიჯანულ დასახლებაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ყველა საეჭვი შემთხვევას იკვლევენ.ამ ეტაპზე მარნეულის შემთხვევასთან არც ერთი კონტაქტი ან კავშირი არ იკვეთება.

კახეთში საავადმყოფოები განსაკუთრებული მზადყოფნის რეჟიმში გადადის. ამ დროისთვის რეგიონში 4 საავადმყოფოს აღჭურვა მიმდინარეობს, სადაც დაინფიცირებულ პაციენტებს სპეციალიურად მოწყობილ ბოქსირებულ განყოფილებებში მოათავსებენ.

წინა პოსტი

მესიმ და გვარდიოლამ კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში თითო მილიონი ევრო გადარიცხეს

შემდეგი პოსტი

„იძულებული ვიქნებით გამოვიყენოთ მასობრივი იზოლაცია ან მასობრივი კარანტინის რეჟიმი”