მთავარი»მსოფლიო»„ჯერ ბოდიში მოიხადონ, მერე შესაძლებელია დიალოგი“ – რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი

„ჯერ ბოდიში მოიხადონ, მერე შესაძლებელია დიალოგი“ – რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი

8
გაზიარებები
Pinterest Google+

 

“საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რუსეთთან ურთიერთობის გასაწყვეტად,” – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა.

მატიენკოს თქმით, ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი არ არსებობს და პროვოკაცია მანამდე დაიგეგმა, რათა წამოწეულიყო რუსოფობიური ტალღა.

„ის ხელისუფლება, რომელიც დღეს საქართველოშია, ყველაფერს აკეთებს, რომ შეწყვიტონ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა. ისინი არ აირიან დამოუკიდებლები. ისინი ამას კარნახით აკეთებენ. ამიტომ, მანამდე, ვიდრე ხელისუფლება არ დაალაგებს ქვეყანაში ურთიერთობას, ვიდრე არ შეწყდება ეს რუსოფობიული ტალღა, რომელიც რადიკალებმა წამოსწიეს, ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს – ჯერ დაამყარონ წესრიგი ქვეყანაში, ბოდიში მოიხადონ იმაზე, რაც მოხდა, მერე კი შესაძლებელია დიალოგი,” – განაცხადა მატვიენკომ.

წინა პოსტი

შიმშილობის აქცია და მასიური გაფიცვები - რას წერს ბაია პატარაია ფეისბუქის დახურულ ჯგუფში

შემდეგი პოსტი

„ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში!!! არასდროს ჩემს გულში სამშობლოს ღალატი არ ყოფილა!“