მთავარი»პოლიტიკა»„იუსტიციის მინისტრი შესაძლოა, იყოს კახა კახიშვილიც და ნებისმიერი სხვაც“ – თეა წულუკიანი

„იუსტიციის მინისტრი შესაძლოა, იყოს კახა კახიშვილიც და ნებისმიერი სხვაც“ – თეა წულუკიანი

4
გაზიარებები
Pinterest Google+

 

„კვარტალი ერთია და რამდენჯერმე ისმის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ წულუკიანი შეიძლება გადააყენონ, გაუშვან ან შეიძლება წავიდეს, მაგრამ ახლა არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეს შეეფერება სიმართლეს,” – ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, მას თავად გაუჩნდა სურვილი საჭიროების შემთხვევაში ეს პოსტი სხვას დაუთმოს.

“მე გამიჩნდა თავად სურვილი, რომ თუ ეს საჭიროა, ადგილი დავუთმო სხვას, მაგრამ ამ თემაზე მე არ ვისაუბრებდი ეს ამავი გარეთ რომ არ გამოსულიყო, მაგრამ რაკი თქვენამდე მოვიდა და როცა ეს სიმართლეა, ჩავთვალე საჭიროდ, რომ გულწრფელად მეპასუხა,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კითხვაზე, კონკრეტულად რა საკითხზე არსებობს გუნდში აზრთა სხვადასხვაობა, წულუკიანმა უპასუხა, რომ ამაზე შეიძლება მხოლოდ სიბერეში ისაუბროს.

„როდესაც მექნება თეთრი თმა და გავიკეთებ „კოსას”, შეიძლება ამ თემაზე ვისაუბრო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ ვთვლი საჭიროდ თემის დაკონკრეტებას, საერთოდ არ ვისაუბრებდი ღიად აზრთა სხვადასხვაობაზე, რომ არ გამოსულიყო გარეთ,” – აღნიშნა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი შესაძლოა, იყოს კახა კახიშვილიც და ნებისმიერი სხვაც, – ასე პასუხობს იუსტიციის მინისტრი კითხვას, შეიძლება თუ არა მისი გადადგომის შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო კახა კახიშვილმა ჩაიბაროს.

თეა წულუკიანის განცხადებით, მიუხედვად იმისა, შეინარჩუნებს თუ არა თანამდებობას, ის „ქართული ოცნების” მხარდამჭერი იქნება, ვინაიდან მისი შეფასებით, მმართველი პარტია სიკეთისკენ მიმართული ძალაა.

„სადაც არ უნდა ვიყო, ვიქნები „ქართული ოცნების” ამომრჩეველი. ჩემი არჩევანი არ არის ზედაპირული, მე მჯერა ამ გუნდის, რომელიც შეიძლება გადახალისდა, ახალი სისხლი შემოუერთდა, ზოგი ერთმანეთს აკრიტიკებს შიგნით ან არ აკრიტიკებს, მაგრამ ეს არის ძალა, რომელიც სიკეთისკენ არის მიმართული. მე ამათ მხარეს ვიქნები ყოველთვის, მექნება თუ არა თანამდებობა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა იუსტიციის მინისტრად კახა კახიშვილი ვიხილოთ, წულუკიანი პასუხობს: „რატომაც არა, შეიძლება იყო კახიშვილიც და ნებისმიერი სხვაც”.

რეზონანსი

 

წინა პოსტი

დავით კირკიტაძე პატიმრობაში რჩება

შემდეგი პოსტი

„კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ხაზარაძეს 25 მილიონი ჩამოაწერეს“ - დავით ჭიჭინაძე