მთავარი»მსოფლიო»იტალიაში ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავიდა, არის მსხვერპლი

იტალიაში ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავიდა, არის მსხვერპლი

7
გაზიარებები
Pinterest Google+

ორი ადამიანი დაიღუპა იტალიაში ჩქაროსნული მატარებლის რელსებიდან გადასვლის შედეგად მილანიდან 40 კმ-ში, ქალაქ ლოდის რაიონში, ქვეყნის ჩრდილოეთში. ამის თაობაზე სააგენტო „ანსა“ იტყობინება.

შემთხვევა დილის 6-ის ნახევარზე (ადგილობრივი დროით) მოხდა. სავარაუდოდ, დაღუპულები შემადგენლობის მემანქანეები არიან. კიდევ ერთ ადამიანს, მატარებლის მომსახურე პირს, სერიოზული დაზიანებები აქვს, თუმცა – არა სიცოცხლესთან შეუთავსებელი.

მატარებელი მილანიდან სამხრეთის ქალაქ სალერნოში მიემგზავრებოდა.

მომხდარის გამო მოძრაობა შეჩერდა ჩქაროსნულ სარგინიგზო მარშრუტზე მილანი-ბოლონია, მატარებლები სხვა ხაზებზე გაუშვეს.

მიმდინარეობს ავარიის მიზეზების გამოძიება. მატარებელში 28 მგზავრი იმყოფებოდა, „ანსას“ ინფორმაციით, მგზავრთაგან რამდენიმემ უმნიშვნელო ტრავმები მიიღო.

nostal.ge

წინა პოსტი

ილია მეორეს სამძიმრის წერილი ბაღდათში, გორგოძეების ოჯახში მომხდარ ტრაგედიაზე

შემდეგი პოსტი

„სოციალურ დახმარებას უწყვეტენ ყველაზე გაღატაკებულ კატეგორიას, რომელიც არც ოცნებასთან და არც ნაცმოძრაობასთან არ მოიაზრება“