მთავარი»მსოფლიო»ისტორიაში პირველად – აშშ-ს პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზეა

ისტორიაში პირველად – აშშ-ს პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზეა

7
გაზიარებები
Pinterest Google+

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ორი კორეის საზღვარზე შეხვდნბენ ერთმანეთს. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ორი ქვეყნის ლიდერი ამ ტერიტორიაზე ხვდება ერთმანეთს.

“მიხარია კიდევ ერთხელ შენი ნახვა” – უთხრა ტრამპმა კორეელ კოლეგას.

ხელის ჩამორთმევის შემდეგ ტრამპმა სადემარკაციო ხაზს გადააბიკა და ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე შევიდა. რის შემდეგადაც ორმა ლიდერმა კიდევ ერთხელ ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს და ისევ სამხრეთ კორეაში გადმოინაცვლეს.

“ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენს ქვეყანას აშშ-ის პრეზიდენტი ეწვია,” – განაცხადა კიმ ჩენ ინმა, რაზედაც ტრამპმა უპასუხა, რომ ეს მისთვის უდიდესი პატივია.

ოფიციალური მისალმების შემდეგ ლიდერებმა მოლაპარაკებათა დარბაზში გადაინაცვლეს.

 

წინა პოსტი

სოფრომაძე-გახარიას: "მინისტრი რომ არ იქნები, დამირეკე, ჟორა, შევხვდეთ ერთმანეთს, როგორც კაცი კაცს"

შემდეგი პოსტი

ტრამპი საუდის არაბეთის პრინცს გაეხუმრა (ვიდეო)