Sliderსაზოგადოება

ისრაელის ბიზნესპალატა და ისრაელის სახლი StopCov.ფონდში 18 ათას ლარს შეიტანენ

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა, მისი წევრი კომპანიები და „ისრაელის სახლი“ საქართველოში კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ StopCov.ფონდში 18.000 ლარს შეიტანენ და ქართველ ჟურნალისტებს ისრაელში შეძენილ მაღალი ხარისხის სამედიცინო პირბადეებს გადასცემენ – ამის შესახებ საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატისა და „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშეს განცხადებაში ვკითხულობთ.
იციკ მოშე განცხადებაში აღნიშნავს, რომ  საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა და „ისრაელის სახლი“, რომლებიც წლებია ორმხრივ ურთიერთობებზე მუშაობენ, კრიტიკულ ვითარებაში, როგორც ყოველთვის, მზად არიან მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერისთვის. შესაბამისად, ამ ურთულეს დროს, მსოფლიო პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში, კარგად ვაცნობიერებთ ჩვენს სამოქალაქო ვალდებულებას და მიგვაჩნია, რომ სწორედ ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის სოციალური როლი და პასუხისმგებლობა! „დღეს, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება, ექიმები, პოლიციელები, ჯარისკაცები, ჟურნალისტები, პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები და სხვა პროფესიის ადამიანები ყველაფერს აკეთებენ კრიზისის დასაძლევად, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა, მისი წევრი კომპანია ემ.სი.აი პროჯექტი და „ისრაელის სახლი“ ვერ დარჩებიან ამ ყველაფრის მიღმა!, – აცხადებს იციკ მოშე და დასძენს:
“ისრაელის სახლი”, საქართველო -ისრაელის ბიზნეს პალატა და მისი წევრი კომპანია ემ.სი.აი პროჯექტი, რომელიც თბილისის ისტორიულ უბანში აგრძელებს მაღალი დონის სასტუმროს „ვინდამ ქოლექშენს“ მშენებლობას, მზად არიან, StopCov.ფონდში შეიტანონ 18.000 ლარი. 18 ებრაულად სიცოცხლის სიმბოლოა და გვჯერა, ეს შემოწირულობაც სიცოცხლის გადასარჩენად შეტანილი მოკრძალებული წვლილი იქნება”. განცხადებაში ასევე, აღნიშნულია, რომ საქართველო ისრაელის ბიზნესპალატა, მისი წევრი ემ.სი.აი პროჯექტი და „ისრაელის სახლი“ ამ კრიზისის პერიოდში უკლებლივ ყველა, 30-მდე თანამშრომელს, რომელიც გადასულია მუშაობის ონლაინრეჟიმზე, შეუნარჩუნებენ ხელფასებს და არ განახორციელებენ შემცირებებს; ყველა თანამშრომლის სამედიცინო დაზღვევას უზრუნველყოფენ ისრაელური კომპანიები; “დღეს ისრაელს, საქართველოს და მთელ მსოფლიოს ჰყავთ საერთო, ვერაგი მტერი და მას ჩვენ საერთო ძალისხმევით, ურთიერთთანადგომით აუცილებლად დავამარცხებთ!“, – ნათქვამია იციკ მოშეს განცხადებაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close