მთავარი»საზოგადოება»ისეთი კუროზული სიტუაციები იყო “ნეილონის ნაძვისხე” სვანურად გამოვიდოდა უფრო მაგარი

ისეთი კუროზული სიტუაციები იყო “ნეილონის ნაძვისხე” სვანურად გამოვიდოდა უფრო მაგარი

3
გაზიარებები
Pinterest Google+

ფეისბუქმომხმარებელი ნათია ჯანხოტელი ძველით ახალ წელს თავსგადახდენილ მხიარულ ამბავს იხსენებს: განხორციელდა თბილისი-ჩიხარეში სამარშრუტო რეისი მიკროავტობუსით, ძველით ახალიწლის წინა დღეს, ერთ-ერთი ვარ მეც, წარმოიდგინეთ 20 სვანი ამ პატარა სივრცეში, ყველას რომ სხვადასხვა ხუშტურები გვაწუხებს.
ჰოოდა, დედას გეფიცებით, თუ ვაჭარბებდე, ისეთი კუროზული სიტუაციები იყო “ნეილონის ნაძვისხე” სვანურად გამოვიდოდა უფრო მაგარი.
მოკლედ, რომ გამოვედით თბილისიდან, ნახევარი საათის შემდეგ, სადღაც ქსანთან, მანქანა გაფუჭდა, მატორი ჩაეშალა, გამოიძახეს მეორე მარშუტკა და გადავბარგდით ძლივს, მგზავრები ხომ ვიყავით 20, ჩანთები იყო 200 და ერთი უზარმაზარი ჭაღი  დიდ ყუთში იდო  ამ ჩანთებზე ზემოდან, რატომღაც ჭაღს “აბაჟურს” ვეძახით სვანები და მოკლედ მთელი გზა ეს “აბაჟური” უშლიდა ნერვებს ერთ კაცს.
ეს კაცი და ჭაღის პატრონი ქალი ვერადავერ შეეწყვნენ ერთმანეთს. ქსანიდან მოყოლებული ეჩხუბება დატოვე ეს “აბაჟურიო”, ქალმა არ დატოვა რათქმაუნდა და სვანეთში რომ ამოვედით რამდენჯერაც გაჩერდა მარშუტკა იმდენჯერ ეს კაცი: ” ლაიბიშამო აბაჟურ” ( ჭაღი მოგაწოდოო), რატომღაც ყოველ გაჩერებაზე ეგონა ჩადიოდა და არადა არ ჩავიდა ეს ქალიც. 

ახლა მეორე ამბავი: რიკოთზე რომ გავჩერდით, შევცვივდით ყავაზე, გოგოები ვიყავით რამდენიმე და დიდი ხნის უნახავები ვლაპარაკობთ და ყავას წრუპავენ (მე არა) შარდენზე გონიათ თავი, ფეხიფეხზე გადადებულებს, უცებ შევამჩნიე რომ მარშუტკის ძრავა ამუშავდა, მძღოლიც ზის უკვე მანქანაში, ჩვენ გველოდებიან. აბა, გოგოებო, წავედით-თქო, ნახევარ-ნახევარი ჭიქა ყავა დარჩათ, მძღოლთან დაიჩივლეს არ დაგვანებეთ ყავის დალევაო, მე ხმა არ ამომიღიაო, –  მძღოლმა თქვა. თქვენ არა ნათიამო, – უთხრეს. ნათია რომელია, ლამაზთვალება გოგოო? –  იკითხა მძღოლმა და ძლივს გამაკავეს რომ გამოვენთე ვინაა ლამაზთვალება-თქო, ძლივს გადამირჩა.
ბოლოს ისე გვიან მოვედით სახლში, რომ ლამის ახალ წელს “აშარში” შევხვდით, ის აქტიური კაცი იძახდა, რა გვინდა სახლში პურმარილის მეტი რა გვაქვსო, გახედავდა ჩანთებს,თვალში ჭაღი მოხვდებოდა და დაიძახებდა – ეს აბაჟური ხომ ვერ მოვიშორეთო, – ეგონა პურმარილის გაშლაში შეგვიშლიდა ხელს – ბოლოს როგორც იქნა მივხვდით, თურმე რატომ უშლიდა ნერვებს აბაჟური.

წინა პოსტი

წლის ფოტოშოპი, რომელსაც pagellapolitica.it - ი აქვეყნებს

შემდეგი პოსტი

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს გილოცავთ