სამართალი

ირაკლი ზარქუას ცემის საქმეზე ხაბეიშვილს ბრალი წარედგინა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი წარუდგინეს.

როგორც დეკანოიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ხაბეიშვილს ბრალი, სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

„აბსურდია, როგორც ჩანს, პროკურატურამ ეს ნაწილი ცალკე გამოყო და ცალკე განიხილა, რაც არის სისულელე. არ მჯეროდა ბოლომდე, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ ჩემი ყურით მოვისმინე პოლიციელებისგან“, – განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსნებებთ, 24 იანვარს, ლევან ხაბეიშვილსა და ირაკლი ზარქუას შორის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close