საზოგადოება

“იქამდე მიიყვანთ, ჩაატარებს რეფერენდუმს”…

“კაი ხანი ვიცადე მარა, მეტი არაა ჩემი მტერი: პატივცემულებო, რომ გამოდით და ზოგმა პოსტებით, ზოგმა ტრიბუნიდან, ზოგმა ტელეეთერიდან, ზოგმა ჩაშარვალკოსტუმებულებმა და პუტინს ისტორიის ლექციები ჩაუტარეთ, რას ფიქრობთ, მოატყუეს, შეაჩეჩეს მრჩეველებმა ყალბი ტექსტი და უთხრეს, ასეა სინამდვილეშიო? თუ არ იცის ისტორიული სინამდვილე, არ მოითხოვდა სწორი ვარიანტიც მინდა ვნახოო?
ყველაზე საშიში ვარიანტი აირჩია გაგრძელების – პირდაპირ ეძია შური და ხელი მოეწერა, ეს იქნებოდა გაბუნიას დონემდე დაშვება და დარწმუნებული ვარ, კბილებს აღრჭიალებდა ამ განცხადების მერე – არ ვადებ სანქციებსო, ხოლო რაც ილაპარაკა ისტირიულ წიაღსვლებში, ესაა კარგად წასაკითხი მესიჯი – კიდე გააგრძელებთ და მინიმუმ ამ ორ რეგიონს მივიერთებო!
წლებია გიძახით, რომ ამბობთ აწი მეტი რა უნდა გვიქნასო, ეხვეწება თიბილოვი ჩავატარებ რეფერენდუმს და მიგვიერთეო, ხოდა, ჩართო წამზომი ვოვამ და საათის წიკწიკში ახალი ისტორიული ხედვები ააწიკწიკა. აგერ ნახავთ, კიდე შემოგვთავაზებენ – ჩამოდით, დავილაპარაკოთო, ოღონდ რაც დრო გადის მით მეტად ნაკლებია შანსი რაიმე დათმოს.
მე კიდე ვფიქრობ, ისევ იქნება პროვოკაციები და გამწვავებები, ურაპატრიოტული – არ დაველაპარაკებით, ან ჯერ აღიარება წაიღოს უკანო. იქამდე მიიყვანთ, ჩაატარებს რეფერენდუმს, ჩაატარებს!
გამოიფერთხეთ ტვინები დასავლური დაპირებებით დაბინდული და მოხედე მთავრობა ამ საქმეს!!
ისე ტვინიკოსებო აღიარება რომ წაიღოს და ბაზები გაიყვანოს, მერე რაზე აპირებთ დალაპარაკებას?
აბანოში ცაცხვის ცოცხი ჯობია თუ ნაძვის?” – წერს ლევან ადეიშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close