Sliderსაზოგადოება

ინფიცირებულთა რაოდენობა: 1 ადგილი ჩინეთი, მეორე – იტალია, მესამე – შეერთებული შტატები

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა რიცხვმა 422 ათასს გადააჭარბა. ვირუსს 19 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 109 ათასი კი გამოჯანმრთელდა.

ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ისევ ჩინეთშია დადასტურებული და 81 200 აღემატება, თუმცა შთამბეჭდავია განკურნებულთა რაოდენობაც. განიკურნა 73 650 ადამიანი.

ამ დროისთვის ჩინეთის მთელ ტერიტორიაზე მკურნალობის კურსი 4 300-მდე პაციენტს უტარდება. მეორე ადგილს ისევ იტალია იკავებს, მესამე პოზიციაზე კი შეერთებული შტატებია. ათობით ათასი პაციენტია ინფიცირებული ესპანეთში, გერმანიაში, ირანსა და საფრანგეთში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close