Slider

ილია მეორე: მწუხარება სიხარულით შეიცვლება

ბოდბის დედათა მონასტერში წირვა-ლოცვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ ბოდბის ეპარქიის მეუფე იაკობთან ერთად აღავლინა. პატრიარქმა ზიარების დასრულების შემდეგ, მრევლი დალოცა და თქვა, რომ მწუხარება სიხარულით შეიცვლება.

“დიდ განსაცდელშია მსოფლიო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს. მწუხარება სიხარულით შეიცვლება. ღმერთმა დაგლოცოთ”, – განაცხადა ქადაგების დროს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

კომენტარი გააკეთა მეუფემაც. სასულიერო პირმა კორონა ვირუსთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მიერ გაწეული საქმიანობა შეაფასა და თქვა, რომ ის ხარვეზები, რომლებიც რიტუალის დროს არსებობს და ზოგჯერ მრევლი დისტანციას არ იცავს, გამოსწორდება. მისივე თქმით, არც ზიარების წესი გადაიხედება.

ბოდბის მონასტერი დილიდან მორწმუნეთა სიმრავლით გამოირჩეოდა. ისინი წირვას მონასტრის მიმდებარედ დამონტაჟებული აპარატურის საშუალებით ისმენდენ და მოგვიანებით, ზიარებაც მიიღეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close