მსოფლიო

იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის ტაძარი დაიხურა

France 24-ის ინფორმაციით, იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის ტაძარი ერთი კვირით დაიხურა. ამის მიზეზი კი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე გახდა. ადგილობრივი სამღვდელოების წარმომადგენელი უადი აბუნასარი იმედოვნებს, რომ მაცხოვრის საფლავის ტაძარი უახლოეს დღეებში ისევ გაიხსნება.

„ჩვენ ინფორმირებულნი ვიყავით ამის შესახებ. როგორც გვესმის, ტაძარი ერთი კვირით დაიხურა. ვიმედოვნებთ, რომ რაც შეიძლება მალე გაიხსნება“, – აცხადებს უადი აბუნასარი.

რაც შეეხება ისრაელს, იქ გადაადგილება მაქსიმალურად შეზღუდულია. ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების 2.369 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილია ხუთი ადამიანი.

წყარო

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close