მთავარი»Uncategorized»იაპონიაში მოჰყავთ ბანანი, რომელიც შეგიძლიათ კანიანად მიირთვათ

იაპონიაში მოჰყავთ ბანანი, რომელიც შეგიძლიათ კანიანად მიირთვათ

6
გაზიარებები
Pinterest Google+

 

იაპონურმა სამეურნეო კვლევითმა კომპანიამ D&T Farm გამოიყვანა ბანანის ჯიში, რომელიც შეგიძლიათ კანიანად მიირთვათ. ახალი ჯიშის ბანანს მონგე უწოდეს, რაც იაპონურად უჩვეულოს ნიშნავს. მონგეს ზრდის პროცესში გამოიყენებენ ექსტრემალურად დაბალ ტემპერატურას და შედეგად იღებენ ტკბილ ნაყოფს, რომელიც კანიანად იჭმევა.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, გამოგონება ტექნიკური განვითარების მენეჯერს სეცუზო ტანაკას ეკუთვნის.

ბანანის ხეებს – 60 ტემპერატურაზე რგავენ და ყინავენ. ამის შემდეგ ნარგავებს ალღობენ და +26 გრადუსზე გადარგავენ. ტემპერატურის ცვალებადობის გამო ნაყოფი უფრო სწრაფად იზრდება, ხოლო კანის სტრუქტურა სალათის ფოთლის მსგავსი ხდება.

კომპანია D&T Farm-ში ამტკიცებენ, რომ მონგეს კანს განსაკუთრებული კვებითი ღირებულება აქვს და შეიცავს: ვიტამინ B6, მაგნიუმს და ამინომჟავას, რომელსაც ნერვიული სისტემის მუშაობაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. გემოთი ახალი ბანანი ჩვეულებრივზე ტკბილია – ყოველ ნაყოფში დაახლოებით 5 გრ-ით მეტ შაქარს შეიცავს. ნაყოფს ძალიან თხელი კანი აქვს და ადვილად იღეჭება. სამწუხაროდ, უჩვეულო ბანანის გაზრდა ძალიან ძვირი ჯდება, ამიტომ ქვეყნის დასავლეთში მდებარე სპეციალურ მაღაზიაში კვირაში მხოლოდ 10 ნაყოფი შეაქვთ. თითოეულის ფასი 5,75 დოლარია.

 

 

წინა პოსტი

ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი თანამდებობას ტოვებს?!

შემდეგი პოსტი

რომელი ტენდერი შეიწირავს მინისტრ მაია ცქიტიშვილის კარიერას?!