საზოგადოება

“ჰიტლერისთვის რომ ეგინებინა პოლონელ ტელეწამყვანს, ისტორიას პროვოკატორად დარჩებოდა თუ გმირად?”

“ჰიტლერისთვის რომ დედა ეგინებინა პირდაპირ ეთერში ვთქვათ,პოლონელ ტელეწამყვანს-ისტორიას პროვოკატორად დარჩებოდა თუ გმირად?
უცბად მიპასუხეთ” – წერს მაია ორჯონიკიძე.
შეგახსენებთ: ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა “P.S”-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად არაეთიკურად მიმართა. ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პრემირმინისტრმა მამუკა ბახტაძემ: “ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან”, – განაცხადა პრემიერმა. განცხადება გაავრცელა თბილისის მერმა კახა კალაძემაც. “დაუშვებელია „პატრიოტიზმით“ შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ”, – თქვა მან. ასევე შეფასება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. “რუსთავი 2”-ის პირდაპირი ეთერიდან წამყვანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც. გაბუნიას მონოლოგი გააკრიტიკა არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამაც.
გუშინვე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან სადაც აქცია გაიმართა, აქციაზე მისულებს შორის ინციდენტი მოხდა. მოქალაქეების ნაწილს შენობაში შესვლა სურდა, მეორე ნაწილი მათ მშვიდობიანი აქციისკენ მოუწოდებდა. მოქალაქეთა ნაწილმა ტელეკომპანიის მიმართულებით ცოცხები და კვერცხები ისროლა. ისმოდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი შეძახილებიც.
არხმა მაუწყებლობა შეწყვიტა. ნიკა გვარამიას განცხადებით, სანამ ტელეკომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება დაცული არ იქნება და სიტუაცია არ სტაბილური არ გახდება, იქამდე “რუსთავი 2” მაუწყებლობას აჩერებს.
შსს-მ კი განცხადება გაავრცელა: “გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წინ მიმდინარე აქციას. ადგილზე მართლწესრიგის დასაცავად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას აქციის მიმდინარეობისას, ისე ტელეკომპანიის და მისი თითოეული თანამშრომლის უსაფრთხოებას”.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ პროტესტის ნიშნად მსახიობმა ლევან როსტომაულმა და ოპერატორმა ლევან მარგველაშვილმა დატოვეს.

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close