საზოგადოება

„ჰელოუინია,მეზობლის ფანჯარაზე გამოკიდულ პირსისხლიან დეკორაციას ჰგავხართ..“

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი ნინო მუშკუდიანი საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებს და პეტრე ცაავას “მამხილებელ“ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„ძვირფასო პეტრე,ახლად თვალგახელილს,დილის 6საათზე,თქვენი სიტყვებით ყველა ძვალი ერთად გადამიმტვრიეთ.წამოვიდა უკვე ნაგვის ნიავღვარი.წალეკავს ისედაც წალეკილ და წარწყმედილ საზოგადოებას.მიკვირს,როგორ გიტევდათ ანაფორა! დაბლა დაეცით,ჩასაფრებული ქუჩის ქალივით იჭორავეთ!თქვენ ახლა ჩემთვის,უცნაური დამთხვევით,ჰელოუინია,მეზობლის ფანჯარაზე გამოკიდულ პირსისხლიან დეკორაციას ჰგავხართ…ბერების ცხოვრება რომ რთულია ვიცით.ვისაც ტვინის მარცვალი მაინც გაგვაჩნია ვიცით,რას ნიშნავს იყო ბერი!!!რაც არასდროს მითქვამს,ახლა ვიტყვი.სწორედ თქვენნაირების შიშით,10-13წლის წინ,ერთ-ერთ ეპარქიაში,ერთ-ერთმა პირმა ნაჯახით დაიზიანა სხეული…მიხვდებით ალბათ,ცოდვაში ჩავარდნას,ასე ამჯობინა…გადარჩა სასწაულით…რაღაც უცნაურად მტკივა გული.უწმინდესი,ბებიაჩემის ხნისაა 86წლის…რამე რომ დაემართოს?!მეც ვიქნები ჩათრეული თანამონაწილე,რომელმაც 86წლის მოხუცი ქვებით ჩაქოლა!თქვენ ,უნდა დატოვოთ საქართველო,ასე ვფიქრობ.და როცა ჩემსავით,ემიგრაციაში,შემოდგომის მელანქოლია შემოგაწვებათ,გაგვიხსენებთ ხერხემალგადამტვრეულ ადამიანებს,რომლებმაც ყველაფერი კარგად ვიცით,მაგრამ ენას,კბილს ვაჭერთ…რახან არ ვტლიკინებთ,შტერები კი არ ვართ.მე ახლა,ჩემი 4წლის შვილის ბიბლიოთეკის თაროდან ქართულ ანბანს ვიღებ და ვმალავ…ზეპირად იცის 3წლიდან ქართული ანბანი,მაგრამ არ ვასწავლი კითხვას!თქვენნაირების შიშით არ მინდა სული მოვუწამლო…ღმერთო,სადა ხარ .უკვე დროა ჩამოგვიარო….“ – წერს ნინო მუშკუდიანი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close