მთავარი»საზოგადოება»გრიპის ვირუსით გარდაცვალების 17 შემთხვევა ლაბორატორიულად არის დადასტურებული – ამირან გამყრელიძე

გრიპის ვირუსით გარდაცვალების 17 შემთხვევა ლაბორატორიულად არის დადასტურებული – ამირან გამყრელიძე

0
გაზიარებები
Pinterest Google+

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გრიპის ვირუსით გარდაცვალების 17 შემთხვევა ლაბორატორიულად არის დადასტურებული.

როგორც გამყრელიძემ ჯანდაცვის სამინისტროში პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების და სააფთიაქო ქსელების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა, გრიპის ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა შემცირებულია, 100 000 მოსახლეზე გრიპით ავადობის მაჩვენებელი ბოლო მონაცემებით, 253-ს შეადგენს.

„ერთ კვირაზე მეტია, ხუთი ჯანდაცვის დაწესებულება აქტიურად მუშაობს, 24-საათიან რეჟიმში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში​ გახანგრძლივებულია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მუშაობა. ამ პერიოდში, ძირითადად აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონი დაზარალდა. მნიშვნელოვანია, გრიპის გართულების პრევენცია ადრეულ ეტაპზე შევძლოთ, ამიტომ დღეს ვირუსული დაავადებების სამკურნალო პრეპარატების საკმარისი მარაგი ქვეყანაში არსებობს, რომელიც მოსახლეობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქსელით, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მეშვეობით მიეწოდება. ჩვენ პიკი გვქონდა დეკემბრის ბოლო კვირას და მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იყო 41%. ავადობის მაჩვენებელი იანვრის მეორე კვირას შემცირდა. ასევე, 31%-ზე ჩამოვიდა მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. საგრძნობლად შემცირდა ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და 46%-დან 26%-მდე ჩამოვიდა. ამავე დროს შემცირდა სასწრაფოს გამოძახებისა და სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის მაჩვენებელი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

წინა პოსტი

ირმა ნიორაძე 50 წლის გახდა

შემდეგი პოსტი

ჩემთვის ადვილი იქნებოდა უკრაინელებისთვის მათი ეკლესიის დამოუკიდებლობა მიმელოცა, მაგრამ როგორც პრეზიდენტს დიდი პასუხისმგებლობა მეკისრება - ზურაბიშვილი