მთავარი»საზოგადოება»„გირჩი“ მღვდელმსახურის სტატუსის გაუქმებას და მონანიებას 50 ლარად გთავაზობთ

„გირჩი“ მღვდელმსახურის სტატუსის გაუქმებას და მონანიებას 50 ლარად გთავაზობთ

7
გაზიარებები
Pinterest Google+

გირჩის მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია, “ბიბლიური თავისუფლება” რომელიც საქართველოს მოქალაქეებს სავალდებულო  სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებაში ეხმარება, მღვდელმსახურებს მონანიების საშუალებას აძლევს 50 ლარად აძლევს.

როგორც “გირჩის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მღვდელმსახურის სტატუსის გასაუქმებლად, “ბიბლიური თავისუფლების” წევრები “გირჩის” ოფისში, ბესიკის 4-ში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 14:00-დან 17:00 საათამდე უნდა მოვიდნენ.

“წარმოსადგენი დოკუმენტაცია – პირადობის მოწმობა, გაცემული მოწმობა, მისი ასლი ან კურთხევის საფასური.

მონანიების საფასური: 50 ლარი.

შეგახსენებთ, რომ “გირჩმა” “ბიბლიური თავისუფლება” ორი წლის წინ, ახალგაზრდების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გასათავისუფლებლად დააფუძნა. ამ დროისთვის რელიგიურ ორგანიზაციას 30 ათასამდე მღვდელმსახური ჰყავს”. – ვკითხულობთ გირჩის განცხადებაში.

წყარო

წინა პოსტი

„ლელო“, „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“ პოლიტიკურ თანამშრომლობას იწყებენ

შემდეგი პოსტი

დაპირისპირება კვერცხებისა და ცოცხების თანხლებით - რა მოხდა ქუთაისში?