მთავარი»Slider»გიორგი ჩახაია პოლიტიკურ პარტიას ქმნის

გიორგი ჩახაია პოლიტიკურ პარტიას ქმნის

12
გაზიარებები
Pinterest Google+

 

ფინანსისტ-აუდიტორი გიორგი ჩახაია სოციალური ქსელის პირად გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს:

 

„რაც დავწერე, წარმოადგენს ჩემ სუბიექტურ მოსაზრებებს, დანარჩენი კი, თქვენი საქმისა თქვენ იცით მეგობრებო.

  1. მსოფლიოში იშვიათად თუ მოიძებნება მსგავსი აფერისტი, ფარისეველი, ცბიერი ან უბრალოდ უგუნური სუბიექტები/ადამიანები, როგორებიც არიან: „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „პატრიოტთა ალიანსით“ დაწყებული „რესპუბლიკელებით“ დამთავრებული, დღეს მოქმედი პოლიტიკური ძალების ან ცალკეული პოლიტიკოსების, ასევე, თითქოსდა საზოგადოებრივად აქტიური ადამიანების მინიმუმ 90%. სამწუხაროა მაგრამ ასეა.
  2. „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „პატრიოტთა ალიანსით“ დაწყებული „რესპუბლიკელებით“ დამთავრებული, მეგობრებო, მოეშვით აფერას, ცბიერებას, დემაგოგიას, უაზრობას და რიგითი გულუბრყვილო ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას, თითქოსდა ძალიან შეგტკიოდეთ გული საქართველოზე და საქართველოს მოსახლეობაზე.
  3. სასაცილოა, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს რომ აკრიტიკებენ კორუფციის და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებით, თითქოს „ოცნების“ ხელისუფლება არ იყოს კორუმპირებული და არ ჰყავდეს „მონა“ სასამართლო, პროკურატურა და სხვა სახელმწიფო უწყებები, და თითქოს „ნაციონალების“ ხელისუფლება არ ყოფილიყო კორუმპირებული და არ ჰყოლოდა მორჩილი სასამართლო, პროკურატურა და სხვა სახელმწიფო ორგანოები. ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, სასაცილო და უფრო მეტად კი სატირალი.
  4. ეკა ბესელია და „ძმანო“ მისნო, თითქოსდა „ქართული ოცნების“ „ძველგვარდიელებო“, თუ ასე ძალიან შეგტკიოდათ გული სასამართლო სისტემაზე, დღემდე სად იყავით მეგობრებო, განა რამდენიმე წლის წინ არ გამოაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ლევან მურუსიძე სისტემის მსხვერპლად და განა მაშინ არ დააწინაურეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად?!
  5. „პატრიოტთა ალიანსის“ მესვეურებო, ჯობს ქართული ოცნების ერთ-ერთ ფილიალად დარეგისტრირდეთ და შეცდომაში ნუ შეგყავთ თქვენი ამომრჩეველი, თითქოსდა ოპოზიცია ხართ „ქართული ოცნების“. თქვენ მათი ისეთივე ოპოზიცია ხართ, როგორც მე ვარ ესპანეთის მეფე მეგობრებო.
  6. ფრთხილად იყავით ჩემო კარგო ადამიანებო, როგორც „ქართული ოცნების“ ინიციატივით, ასევე საკუთარი სურვილით, უამრავი ძველი ან ახლად რეგისტრირებული პოლიტიკური პარტია, თითქოსდა პოლიტიკოსი ან საზოგადოებრივად აქტიური პიროვნება ან ჯგუფი, შეეცდება 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, და არა იმიტომ რომ თქვენთვის უნდათ კარგი ჩემო კარგო ხალხო, არამედ, ან ხელისუფლების დავალებას შეასრულებენ, ან უბრალოდ საკუთარი ჯიბის შევსება სურთ მეგობრებო.

* * *

მე ვარ გიორგი ჩახაია, 34 წლის, პროფესიით ფინანსისტი, აუდიტორი.

ვინც მიცნობს ყველამ იცის, რამდენიმე თვეა გადავწყვიტე დავაფუძნო სრულიად ახალი პოლიტიკური ძალა სახელწოდებით: „დავითი და თამარი“ და მონაწილეობა მივიღო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

ქვეყნისთვის და თქვენთვის მინდა კარგი ჩემო კარგო ადამიანებო, თორემ ვინც მიცნობს ყველამ იცის, უკაცრავად და სულ ცალ ფეხზე მკიდია პოლიტიკაც, პარტიაც და ყველაფერი მათთან ასოცირებული.

პატივისცემით,

გიორგი ჩახაია

თქვენი მონა და მორჩილი“

 

 

წინა პოსტი

თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს - რატომ და სად მიდის იუსტიციის მინისტრი?

შემდეგი პოსტი

„ჩემი შეცდომა იყო, როდესაც პატარკაციშვილის საფრთხის გამო, ივანიშვილის საფრთხეზე თვალები დავხუჭეთ“