საზოგადოება

გია ყანჩელი რუსთაველის სახელმწიფო თეატრიდან ტაშით გამოასვენეს

კომპოზიტორი გია ყანჩელი რუსთაველის სახელმწიფო თეატრიდან ტაშით გამოასვენეს. მანამდე, პანაშვიდის მიმდინარეობისას გარდაცვლილის ხსოვნის, ღვაწლის პატივსაცემად გაჟღერდა მის მიერ შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები.

კომპოზიტორის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს მთავრობის წარმომადგენლებმა, მსახიობებმა, სპორტსმენებმა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა.

გია ყანჩელს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close