საზოგადოება

გაცილებით მარტივია თქვან, რომ მთავრობა არ აკეთებს, ვიდრე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილის განცხადებით, გადაჭარბებულია მოსაზრება, თითქოს ის პესტიციდები, რომლებსაც სამინისტრო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ იყენებს, აბინძურებს გარემოს და ზიანს აყენებს მოსავალს.

როგორც გიორგი ხანიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  ბიფეტრინი ​უკვე მრავალი წელია აპრობირებულია საქართველოს სოფლის მეურნეობაში და ის დამაზიანებელ ზემოქმედებას არ ახდენს მოსავალზე.

“ნებისმიერი პესტიციდი, რა თქმა უნდა ახდენს გავლენას ბუნებაზე, მაგრამ წამლების ხარისხი, რომლებსაც საქართველო იყენებს სოფლის მეურნეობაში, სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით არის შეფასებული და აკმაყოფილებს მსოფლიო სტანდარტებს. ზოგად კონტექსტში თუ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა უკეთესია, თუ შევძლებთ და ყოველგვარი ქიმიური ნივთიერების გარეშე მივიღებთ მოსავალს. მსოფლიოში დიდია მოთხოვნაა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე და ძვირიც ღირს. აღნიშნული წამალი აღმოსავლეთ საქართველოში ყველა კულტურაში გამოიყენება, მათ შორის, ვაზში, ხილში, ბოსტნეულში. როგორ შეიძლება ის დასავლეთ საქართველოსთვის იყოს დამაზიანებელი”, – აცხადებს გიორგი ხანიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

​მისივე თქმით, საქართველო, სოფლის მეურნეობაში, წელიწადში 3500 ტონაზე მეტ პესტიციდს მოიხმარს. სამინისტრო ამ მიმართულებით უწყვეტ მონიტორინგს აწარმოებს, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ და წლეულს თხილის დიდ მოსავალს ელიან.

“​​გაცილებით მარტივია თქვან, რომ მთავრობა არ აკეთებს, ვიდრე მოისმინონ რეკომენდაციები. ​ვინც დაინტერესდა ამ რეკომენდაციებით, მიიღეს თხილის მართლაც კარგი შედეგი”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გიორგი ხანიშვილის განმარტებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებები გაზაფხულიდან დაიწყება. სოფლის მეურნეობის თუ კერძო ფართობები, სადაც ფაროსანას კონცენტრაცია გამოვლინდება, ორმაგი პრინციპით – თერმული დამუშავებითა და ცივი შესხურების მეთოდით დამუშავდება. ცალკე მდგომი ხეების დამუშავება ბიფეტრინის ცივი შესხურებით. ასევე, ფერომონების საფუძველზე მოიზიდავენ მწერს, რათა განადგურების ეფექტი მაღალი იყოს.

“ეს იქნება სახელმწიფოს როლი, რომელიც ბუნებრივია, კერძო სექტორს, მათ ბაღებში და სახლებში არსებული აზიური ფაროსანას განადგურებაში შეუწყობს ხელს. მეორე თემა არის თერმული დამუშავება, როცა ავტომანქანიდან გააფრქვევენ თერმულ ნისლს. მისი გავრცელების არეალი, დაახლოებით 50 მეტრის რადიუსია. ამ არეალში ხვდება საცხოვრებელი სახლებიც. ამდენად კერძო სექტორის ფართობები მუშავდება და ვზღუდავთ ფაროსანას გავრცელების არეალს. იმავე დროს, უმნიშვნელოვანესია, რომ თითოეულმა ფერმერმა იმ კულტურების ადეკვატურად გაატარონ აგროღონისძიებები, რომლებიც მოჰყავთ, მათ შორის აზიური ფაროსანას წინააღდეგ ბრძოლის ღონისძიებები, რათა სრულყოფილად ვებრძოლოთ ფაროსანას და დავამარცხოთ ის”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

mcm.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close