მსოფლიო

განმეორებითი ტესტირების შედეგად დონალდ ტრამპს კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდგინდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსზე ტესტი მეორედ ჩააბარა. თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელის სტეფანი გრიშემის განცხადებით, დონალდ ტრამპს კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდგინდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა კორონავირუსზე ტესტი პირველად 15 მარტს ჩააბარა. ტესტის შედეგი მაშინაც უარყოფითი იყო.

13 მარტს კორონავირუსის გავრცელების გამო აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, ჯამში კი ამერიკაში ვირუსს უკვე 5 138 ადამიანი ემსხვერპლა. მსოფლიოს მასშტაბით ქვეყანაში ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 213 000 შემთხვევაზე მეტი დაფიქსირდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close