საზოგადოება

„განმარტოს ხაზარაძემ როგორ და რატომ წაართვა ელიტ-ელექტრონიქსი ქოქოლაძეს“

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ვუსმინე მამუკა ხაზარაძეს მთავარ არხზე და ერთ დასკვნამდე მივედი. რომ გინდოდეს მისთვის მხარის დაჭერა თავად არ გაძლევს ამის საშუალებას.
1. ეკლესიის მრევლის წევრი ვარ და იმავდროულად გირჩს პატივს ვცემო.
2. ეროვნული მოძრაობას მხარს ვუჭერდი. ერთ მიტინგზე ვიყავი მხოლოდ რადგან მიტინგებზე არსებული სიტუაცია არ მომწონდაო.
3. ჯანსაღი ცხოვრების წეს ვუჭერ მხარს და ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მომხრე ვარო.
4. ერთგულებას ვაფასებო და ივანიშვილს ვინც უღალატა, მათთან სერიოზულ თანამშრომლობას ვგეგმავო.
5. ხალხის გაჭირვებულ ყოფაზე ილაპარაკა იმ კაცმა რომელმაც მისი ბანკის დრაკონული პროცენტებითა და გამოსახლებებით ათასობით ადამიანი გააუბედურა.
P.S. სააკაშვილის სააგიტაციო მანქანას ვურჩევ ხაზარაძეს დებატებში ანზორ ქოქოლაძე დაუსვან და ერთი განმარტოს ხაზარაძემ როგორ და რატომ წაართვა ელიტ- ელექტრონიქსი ქოქოლაძეს“ – წერს მჟავანაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close