საზოგადოება

გალერეა “არტ&ვაინ” საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს

გალერეა “არტ&ვაინ” საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს. მხატვარ გელა გელაშვილს გულის სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ დაფინანსდა. მხატვართა ჯგუფმა, რომელიც როგორც პროფესიონალ, ასევე თვითნასწავლ ხელოვანებს აერთიანებს, გადაწყვიტა, დაეხმარონ კოლეგას და თავიანთი ნამუშევრები გამოფენაზე ფასდაკლებით გაიტანონ. საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა 18 ივლისს საღამოს 18 საათზე გაიხსნება და 22 ივლისამდე გასტანს. მისამართი: მ.კოსტავას ქ. #6, მე-2 სართული. გალერეა “არტ&ვაინ”

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close