საზოგადოება

გაგრაში მედპერსონალმა პაციენტები მიატოვა და საავადმყოფოდან გაიქცა (ვიდეო)

გაგრის საავადმყოფოდან, სადაც ომის ვეტერანები მკურნალობდნენ, მედპერსონალი გაიქცა.

როგორც ერთ-ერთი პაციენტი ამბობს, სარეაბილიტაციო ცენტრში ამჟამად 17 პაციენტია და ისინი საავადმყოფოს დატოვებას არ აპირებენ.

პაციენტი ამბობს, რომ ისინი „ხელისუფლებამ“ და „მაღალჩინოსნებმა“ მიატოვეს.

მისი თქმით, სარეაბილიტაციო ცენტრი კორონავირუსიანი პაციენტების სამკურნალო ცენტრად უნდა გადაკეთდეს და იქ მყოფ 17 პირს უთხრეს, რომ საავადმყოფო დაეტოვებინათ.

ამ შეთავაზებაზე პაციენტებმა უარი თქვეს, თუმცა მას შემდეგ, რაც მედპერსონალმა შეიტყო, რომ დაწესებულებას კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის ამზადებდნენ, მათ პაციენტები მიატოვეს და საავადმყოფოდან გაიქცნენ.

„პრაიმტაიმი“

 

 

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close