პოლიტიკა

„გაერთიანებული ოპოზიციიდან ერთი მოსკოვში წავიდა, ერთის მეუღლე კრემლში აღმოჩნდა “

 

ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ბოლო დღეების განმავლობაში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების და მათი ოჯახის წევრების მოსკოვში ვიზიტებს ეხმიანება.

“გაერთიანებული ოპოზიციიდან ერთი ეხლა მოსკოვში წავიდა, თურმე რუსეთის მოქალაქეა და იქ უნდა იმკურნალოს, ერთის მეუღლე კი საერთოდ კრემლში აღმოჩნდა, რაც პირველი შემთხვევა არ არის“, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

შეგახსენებთ, 18 ივ­ნისს, მოს­კოვ­ში, კრემ­ლის სა­ხელ­მწი­ფო სა­სახ­ლე­ში მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ბა­ლე­რი­ნე­ბი და ბა­ლე­რო­ნე­ბი ყო­ველ­წლი­ურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და­სას­წრე­ბად შე­იკ­რიბ­ნენ.
ტრა­დი­ცი­უ­ლად, ყო­ველ წელს, ივ­ნი­ს­ში აგ­რი­ფი­ნა ვა­გა­ნო­ვას სა­ხე­ლო­ბის რუ­სუ­ლი ბა­ლე­ტის აკა­დე­მი­ა გა­მო­საშ­ვებ სა­ღა­მოს აწყობს, რო­მელ­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის ცნო­ბი­ლი აღ­საზ­რდე­ლე­ბი, ბა­ლე­ტის ოს­ტა­ტე­ბი და სხვა ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი ეს­წრე­ბი­ან. 2013 წლი­დან, ვა­გა­ნო­ვას რუ­სუ­ლი ბა­ლე­ტის აკა­დე­მი­ის რექ­ტო­რი რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ბა­ლე­რო­ნი ნი­კო­ლოზ ცის­კა­რი­ძეა. წელს აკა­დე­მი­ის გა­მო­საშ­ვებ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ცის­კა­რი­ძეს­თან ერ­თად მისი კო­ლე­გე­ბი, მსოფ­ლიო ბა­ლე­ტის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი და მოს­კო­ვის დიდი თე­ატ­რის ყო­ფი­ლი ბა­ლე­რი­ნე­ბი: ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი, ილზე ლი­ე­პა და ელე­ნა ან­დრი­ენ­კო სტუმ­რის სტა­ტუ­სით იყ­ვნენ მიწ­ვე­ულ­ნი.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close