ეკონომიკა

გაძვირდება თუ არა პური? – რას ამბობენ ეკომონიკის სამინიტროში

 

გაძვირდება თუ არა პურპროდუქტები საქართველოში? – საკითხს დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა გამოეხმაურა.

როგორც თურნავა, ამბობს, საქართველოში პურის გაძვირების საფუძველი არ არსებობს და რიგი ფაქტორების გათვალისწინებით მწარმოებლებს პირიქით ფასის კლების შესაძლებლობაც ექნებათ.

მაგალითად, თურნავამ კომპანიებისთვის გაზმომარაგების და ელექტროენერგიის მიწოდების უკეთესი პირობების შეთავაზება დაასახელა. საკითხის გააქტიურება საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდის ტენდენციამ გამოიწვია.

„უფრო მეტიც, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის სენსიტიური ჯგუფი, რომელიც პირველ რიგში ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს. თუკი რამე პრობლემა დაიბადა, მზად ვართ, მათთან საკონსულტაციოდ.

გარდა ამისა, ვქმნით კონკურენტულ ელექტროენერგიის ბაზარს, კონკურენტულ გაზის ბაზარს, რაც ასევე მისცემთ საშუალებას, რომ პირიქით, შეამცირონ თავისი დანახარჯები და კვლავ შეინარჩუნონ მიმზიდველი ფასები”,- განაცხადა თურნავამ.

რეზონანსი

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close