მთავარი»პოლიტიკა»„გადააკეთოს თავისი მფლობელობაში მყოფი „პარაგრაფის“ სასტუმრო საკარანტინო ცენტრად“

„გადააკეთოს თავისი მფლობელობაში მყოფი „პარაგრაფის“ სასტუმრო საკარანტინო ცენტრად“

7
გაზიარებები
Pinterest Google+

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც უკრაინიდან რჩევა-დარიგებებს არ გვაკლებს, ამჯერად ბიძინა ივანიშვილს ურჩევს, რომ კორონავირუსის გამო, ურეკში მდებარე „პარაგრაფის“ სასტუმრო ემიგრანტების მისაღებ საკარანტინო სივრცედ გადააკეთოს.

„მე ჩემი ერთადერთი სახლი, რომელიც საქართველოში მაქვს, ემიგრანტებისთვის გადავეცი, კარანტინისთვის ისევე, როგორც სანდრამ გადასცა თავისი სარეაბილიტაციო ცენტრი. მე მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, გააკეთოს ის, რაც გააკეთა ესპანეთში, მთავრობამ – სასტუმროები და ტურისტული ობიექტები გადააკეთა საავადმყოფოდ. გადააკეთოს თავისი მფლობელობაში მყოფი „პარაგრაფის“ სასტუმრო ურეკში ემიგრანტების მისაღებ საკარანტინო ცენტრად, რათა აღარ იყოს საუბარი იმაზე, რომ დაბრუნებულ ქართველებს ვერსად ვერ ათავსებენ“,-წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

წინა პოსტი

პოლონეთმა იტალიის დასახმარებლად აფრენილ რუსულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა

შემდეგი პოსტი

"ჩაგუგლეთ, ანდა შალიკოს 'იაჰოუზე' მოიძიეთ ხოლმე, გეთაყვა!"