საზოგადოება

“ევროსტრუქტურებთან, კიდევ რომ გავაძლიეროთ ძიალოგი და თანამშრომლობა, რამე უდგას წინ?”

“პოლიტიკურად, ტექტონიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა ევროპის ისტორიაში – ბრიტანეთი რეფერენდუმისა და თითქმის 3-წლიანი+ გააფთრებული დისკუსიებისა და პრემიერების გამოცვლებით, არჩევნებით მივიდა იქ, სადაც მივიდა – გავიდა ევროკავშირიდან. აქამდე მსგავსი არ მომხდარა. სპეციალისტებს/დაინტერესებულთ გვახსოვს ტეტჩერის მკვახე განცხადებები საერთო ვალუტაზე, ვიზაზე, რაც ჰქონდათ კიდეც [სუვერენულნი იყვნენ მაგ მიმართულებითაც].
მე ევროარლანტიკოსი ვარ [სექტანტებს ნუ უჯერებთ ჩემ რუსეთუმეობაზე]. ცხადია, მწყინს, რომ გავიდა, იმედია დროებით…
ბრიტანეთმა მომცა განათლება, გამოცდილება, სტერლინგებში პირველი ჯამაგირიც კარგი იყო, მაგრამ ეს უმნიშვნველოა. საკითხავია, ამ გარდამავალ მომდევნო თვეებში როგორ, რას, რანაირად მოაგვარებენ.
ჩვენმა ხელისუფლებამ კარგად იმუშავა – მანამდე გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება [ევროკავშირთან ხელშეკრულებების ტოლფასი]. პრეზიდენტ ზურაბიშვილის მაგინებლებმა/კრიტიკოსებმა, ვერც მისი ფრანგული გზავნილი გაიგეთ – ბრიტანეთის ადგილს ვერ დავიკავებთ, მაგრამ სექტორების მიხედვით ევროსტრუქტურებთან, კიდევ რომ გავაძლიეროთ ძიალოგი და თანამშრომლობა, რამე უდგას წინ?..
🇬🇧God bless the Queen! [რამდენი გადაიტანა, გადაიტანს ეს ისტორიული ქალი].
🇬🇪მშვიდობა და განვითარება საქართველოს!” – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფეისბუქზე. 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close