მთავარი»პოლიტიკა»„ევროპა-ამერიკას თავისი გაჭირვებია.. ვის ხელში ვხვდებით ამ ვერაგ კორონაკრიზისს?“!

„ევროპა-ამერიკას თავისი გაჭირვებია.. ვის ხელში ვხვდებით ამ ვერაგ კორონაკრიზისს?“!

11
გაზიარებები
Pinterest Google+

პარლამენტარი რომან გოცირიძე კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ ფონს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

”ამერიკა აპირებს ბიზნესის სტიმულირებისათვის ერთი ტრილიონი დოლარის დახარჯვას”-ესმით რა ეს იდეა ( მთლად მასეც არაა, ამ ტრილიონში სხვადსხვა რამეც იგულისხმება, მაგალითად, სესხებიც, და არა მხოლოდ ”დახარჯვა”), ბევრს ეს მზამზარეული რეცეპტი ჰგონია საქართველოსთვისაც.
დავხარჯავდით ( არც ესაა სწორი, მაგრამ ჯანდაბას), სადაა ოღონდ დასახარჯი?ევროპა-ამერიკა მოგვცემს? იმათ თავისი გაჭირვებიათ.

დღეს ლარია გადასარჩენი. ამის გზა ეკონომიაა და არა ხარჯვა. ეს მიდგომა აბსოლუტურად საწინააღმდეგოა იმისა, რაც შეიძლება გააკეთოს ამერიკამ და მხოლოდ ზოგიერთმა ევროპაში ( ვისაც ამის ძალა შესწევს).

მხოლოდ მკაცრი ეკონომიის გზით გამოდიოდნენ ქვეყნები მსგავსი კრიზისიდან და სამწუხაროდ, კვლავაც მოგვიწევს ამ მტკივნეული გზის გავლა.

კორონავირუსმა და ქვეყნის პარალიზებამ აუცილებელი ხარჯები გააჩინა-ხალხის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენის, უმუშევრად დარჩენილთა ელემენტარული მხარდაჭერის.

ამ ურთულესი დილემის პირობებში მხოლოდ მაღალპროფესიულ გუნდს შეუძლია ნაკლები ზიანით გამოსვლა. რა დონეა ჩვენთან, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია. ერთადერთი იმედი ისევ სავალუტო ფონდია, მაგრამ მათ ჩვენს გარდა ნახევარი მსოფლიო ჰყავთ მოსავლელი. არც რესურსი ეყოფათ და არც ყურადღება.
ისევ ჩვენ უნდა მივხედოთ საკუთარ თავს. არა და არ გინდა? ვის ხელში ვხვდებით ამ ვერაგ კორონაკრიზისს?!“ – წერს რომან გოცირიძე.

წინა პოსტი

„მოიქეცით ისე, თითქოს უკვე ინფიცირებული ხართ“ - აშშ მთავარი ქირურგი

შემდეგი პოსტი

„ვისაც ტემპერატურა აქვს და წამოახველებს, ყველას კორონავირუსი არ სჭირს“ - პაატა იმნაძე