მთავარი»Uncategorized»ეტაპირების წინ კალაშოვმა ქურდული უფლებამოსილება აღუდგინა ინგუშ ქურდს ახმედ ევლოევს

ეტაპირების წინ კალაშოვმა ქურდული უფლებამოსილება აღუდგინა ინგუშ ქურდს ახმედ ევლოევს

7
გაზიარებები
Pinterest Google+

მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორიდან, რომელიც ხალხში „პრესნიას“ სახელით არის ცნობილი, რუსეთის დანაშაულებრივი სამყაროს ლიდერი, 65 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი ეტაპით გადაიყვანეს.
წინასწარი მონაცემებით, შაქრო სამხრეთის მიმართულებით წაიყვანეს, რაც დიდი ალბათობით ნიშნავს, რომ მისი პატიმრობის ვადა თბილ კლიმატში ჩაივლის. აღსანიშნავია, რომ სამხრეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქების ციხეებში ამჟამად არც ერთი „კანონიერი ქურდი“ არ იმყოფება. რაც შეეხება კალაშოვს, ის  შარშან გამოძალვის ბრალდებით გაასამართლეს და 9 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეტაპირების წინ კალაშოვმა ქურდული უფლებამოსილება აღუდგინა 45 წლის, სკანდალურად ცნობილ ინგუშ ქურდს ახმედ ევლოევს (სუტული), რომელიც შარშან #5 საპყრობილეს „მაყურებელმა“ რუსლან აბაზინეცმა ქურდად არ აღიარა.  „მაყურებელი“ხელმძღვანელობდა ოთხი კანონიერი ქურდის მითითებით: თენგო პიტერსკის, იგორ უფიმსკის, გია სვერდლოვსკისა და გევორიკ ნეფტეკამსკის. ზემოთ ჩამოთვლილი ქურდების გარდა, ევლოევის მიმართ უარყოფითად იყო განწყობილი მერაბ მზარელუას „მეგრული კლანის“ მიერ წარდგენილი ქურდი ირაკლი ბიგვავა (ირაკლი აფხაზი)
შეგახსენებთ, რომ სპეციალურად იმისთვის, რომ შაქროსთან საქმე მოეგვარებინა, შარშან, ოქტომბერში ახმედი „პრესნიაზე“ გადაიყვანეს. „პრაიმ კრაიმის“ ინფორმაციით, შაქროს წინაშე ევლოევს მისმა მფარველებმა უშუამდგომლეს. მათ შორის იყვნენ სოხუმის ქურდული საძმოს ლიდერები მერაბ ჯანგველაძე და მერაბ ბახია. ამბობენ, რომ მათ თხოვნას შაქრომ კითხვით უპასუხა: „რა დაინახეთ მასში ქურდული?“ საბოლოოდ, კალაშოვმა თხოვნას კონიუქტურული მოსაზრებებით, წინააღმდეგობა არ გაუწია, თუმცა პროცესი 4 თვის განმავლობაში გააჭიანურა. ცნობილია, რომ ბოლო ეტაპზე „სუტულის“ მხარდასაჭერად მოსკოვის ქუთაისელი ქურდები ბადრი კოღუაშვილი და გურამ კვეჟოც გაისარჯნენ.

ის ქურდები რომ არ დაეპირისპირებინა, რომლებიც ევლოევს არ აღიარებენ, შაქრომ კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღო, რაც გულისხმობს, რომ „სუტულთან“ დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მისი გათავისუფლების შემდეგ მიიღებს. სავარაუდოდ, კალაშოვის კეთილგანწყობა „სუტულის“ მიმართ გათვლილია საპასუხო მხარდაჭერაზე არა მხოლოდ „სოხუმელების“ და „ქუთაისელების“, არამედ ვაინახელების მხრიდანაც, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პოზიციას წლიდან წლამდე იმყარებენ.

 

წინა პოსტი

გიორგი კეკელიძე - დიდი საქმეები გრძელდება

შემდეგი პოსტი

სალომე ზურაბიშვილი კახის რაიონის სოფელ კახინგილოს საშუალო სკოლას ესტუმრა