საზოგადოება

ესტონეთში ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური სკანდალია – ქვეყნიდან გააძევეს დანიის Danske Bank-ი

“ამასობაში გამოგვრჩა, რომ ესტონეთში ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური სკანდალია – ქვეყნიდან გააძევეს დანიის Danske Bank, რომელმაც ესტონური ფილიალის მეშვეობით $228 მილიარდის ❗️ საეჭვო ტრანზაქციები განახორციელა რუსული და აზერბაიჯანული წყაროებიდან. ფულის გათეთრებაში გამოიჭირეს Swedbank [სათავო ოფისი სტოკჰოლმში]. ესტონეთის ფინანსური მარეგულირებელი სწავლობს ასევე შვედური ბანკის SEB-ის საეჭვო საქმიანობასაც და მომავალში აპირებს ქვეყანაში საზედამხედველო რეგულაციების გამკაცრებას. თებერვალში, მეზობელ ლატვიაში ფულის გათეთრებისათვის საქმიანობა შეუჩერდა ABLV Bank-ს. ბალტიისპირეთში მიმდინარე გამოძიებებში აქტიურადაა ჩართული აშშ…
ეს მოკლედ მოგიყევით, სკანდალი საკმაოდ ჩახლართულია. გასაოცარი კი ისაა, რომ ოდესმე ვინ წარმოიდგენდა ამგვარ ფინანსურ სიბინძურეს ლამის ყველა პარამეტრებით ლიდერ სკანდინავიის ქვეყნებში” – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close