მთავარი»მსოფლიო»ესპანეთის ვიცე-პრემიერს კორონავირუსი დაუდგინდა

ესპანეთის ვიცე-პრემიერს კორონავირუსი დაუდგინდა

2
გაზიარებები
Pinterest Google+

ესპანეთის ვიცე-პრემიერს კორონავირუსი დაუდგინეს. ამის შესახებ განცხადება ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში გააკეთეს.

62 წლის კარმენ კალვო საავადმყოფოში მწვავე რესპირატორული ინფექციის დიაგნოზით გადაიყვანეს. ექიმებმა მას კორონავირუსის ტესტი გაუკეთეს და პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

მანამდე ახალი ტიპის კორონავირუსი ესპანეთის მთავრობის კიდევ ორ წევრს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მეუღლესაც დაუდგინეს.

ესპანეთში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 31 იანვარს გამოვლინდა. დღეს ესპანეთის სამეფოში 47 000-ზე მეტი ინფიცირებულია. 3434 ადამიანი გარდაიცვალა.

წინა პოსტი

ამერიკაში მოღვაწე ქართველ დეკანოზს კორონავირუსი დაუდასტურდა

შემდეგი პოსტი

"ვამაყობ, ჩემი ქვეყნის მთავრობამ შეძლო ის, რაც ბევრად ძლიერ სახელმწიფოებს გუჭირდა"