მთავარი»საზოგადოება»„ეს მორწმუნე მრევლის ღირსების საკითხია და იმდენს ნუ იზამთ, მთელი ერი ფეხზე დადგეს!“

„ეს მორწმუნე მრევლის ღირსების საკითხია და იმდენს ნუ იზამთ, მთელი ერი ფეხზე დადგეს!“

32
გაზიარებები
Pinterest Google+

„ეს ის მღვდელ-მონაზვნები ხომ არ არიან, 2012 წლის არჩევნების წინ, ნაცმოძრაობის ბელადებს, კერძოდ კი, ძმებ ახალაიებს,ქარდავას და მათ “საძმოს” მონასტრებში იარაღები რომ დაასაწყობებინეს?“ – სოციალური ქსელის მომხმარებელი შორენა სიხარულიძე პეტრე ცაავასა და მისი მხარდამჭერი სასულიერო პირების მოღვაწეობიდან საინტერესო ეპიზოდს იხსენებს:

„რა მაინტერესებს, იცით, ხალხო და ჯამაათნო_პაატა ცაავას მხარდასაჭერად ტანზე რომ შემოიბდღვნეს დღეს სასულიერო პირებმა, ესენი ის მღვდელ-მონაზვნები ხომ არ არიან, შემთხვევით, 2012 წლის არჩევნების წინ, ნაცმოძრაობის ბელადებს, კერძოდ კი, ძმებ ახალაიებს, ქარდავას და მათ “საძმოს” მონასტრებში იარაღები რომ დაასაწყობებინეს უდრტვინველად?! თან ისე, რომ ნამუსსაც არ შეუწუხებია?! ვინც მონასტერში ნამდვილად ქრისტეს და არა მიშას და მისი “ამალის” “სიყვარულით” იყო მისული, ის 10 სასულიერო პირი არ დაემორჩილა მაფიოზ დონ პედროს, რის გამოც ეპარქიის დატოვება, ფაქტობრივად, გამოქცევა მოუხდა! რამხელა რისკზე წავიდა ის პატიოსანი ხალხი, ხომ წარმოგიდგენიათ? და ძალაუფლების შესანარჩუნებლად რაზე იყო წამსვლელი ის ხელისუფლება და მისი პირადი მოძღვარი, პეტრე ცაავა, იმასაც ხომ ხვდებით?! … მართლა იმდენს ნუ იზამთ, მთელი ერი ფეხზე დადგეს! აქ მხოლოდ ჩვენი ტკბილი, მოხუცი პატრიარქის დაცვაში არაა საქმე! ეს ჩვენი, მთელი მორწმუნე მრევლის ღირსების საკითხია! ხოდა, ფითილს დაუწიეთ, ცოტა, მითქვამს მე!“ – წერს შორენა სიხარულიძე.

წინა პოსტი

„პატრიარქმა „კაგებეს“ გაუძლო და ეს კოღოს ნაკბენები ვერ შეარყევენ“

შემდეგი პოსტი

ქალაქს, რომელსაც ტრამვაი-ტროლეიბუსი აღარ აქვს, მოგვწონს თუ არა, სამარშრუტო ტაქსი ჭირდება