საზოგადოება

ერთკაციანი აქცია ქუთაისის მერიასთან – “გახარია წადი”

“გახარია წადი”-ამ სლოგანით ქუთაისის მერიის წინ ერთკაციანი აქცია მიმდინარეობდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” იურისტი თეო ზაქარაშვილი, 20 ივნისს, თბილისში მომხდარი სისხლიანი ღამის გამო, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვს.

“გახარია წადი, ჩემი ერთკაციანი აქცია ქუთაისის მერიის წინ. ეს პოლიციელი წესრიგზე ზრუნავდა მთელი აქციის განმავლობაში,”- წერს სოციალურ ქსელში თეო ზაქარაშვილი.

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, აქცია თბილისშიც მიმდინარეობს, ასეულობით აქციის მონაწილე ქვეყნის პირველ პოლიციელს თანამდებობის დატოვებას სთხოვს.

წყარო:http://topnews.com.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close