საზოგადოება

“ერთი შეკითხვა მაქვს აქციის ორგანიზატორებთან.. დავუშვათ, გახარია არ გადადგა“

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი კევლიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორებს და ჟურნალისტებს მიმართავს:

“ერთი შეკითხვა მაქვს აქციის ორგანიზატორებთან. ჟურნალისტებთანაც….

დავუშვათ, გახარია არ გადადგა.

შემდეგ, არჩევნების გზით, მომავალ წელს, ან შემდეგ არჩევნებზე, ხელისუფლება შეიცვალა.

დავუშვათ ამ ახალმა ხელისუფლებამ მომავალში დაახლოებით იგივე რამ გააკეთა – მიტინგი დაარბია და ამას მძიმე შედეგები მოჰყვა.

დაიწყო აქციები და ითხოვენ მაშინდელი მინისტრის გადადგომას.

მოვიდა გახარია, მაგ დროისთვის ოპოზიციონერი, ან პოლიტიკიდან საერთოდ ჩამოშორებული ადამიანი, და უერთდება ამ აქციას, აქტიურობს და ა.შ.

როგორ მოიქცეოდით?

ძალადობას, როგორც ასეთს ვემიჯნებით, თუ კონკრეტულ ადამიანს?

თუ ზოგადად ძალადობას – მაშინ რატომ არ იწყება ყოველდღე აქცია ნაციონალური მოძრაობისგან და მათი სპინოფებისგან მკაფიო და ცალსახა გამიჯვნის აქტით?

რატომ აქვთ ამ ადამიანებს უფლება არა უბრალოდ მასაში იდგნენ, არამედ – ტელევიზიებმა ინტერვიუები ჩამოართვან და სიტყვაშიც კი გამოვიდნენ?” – წერს გიორგი კევლიშვილი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close