საზოგადოება

ექვსი შეკითხვა მეოცნებეებს – არაფერზე ხართ პასუხისმგებლები?!

ხელისუფალნო! მეოცნებეებო!
ნაცსექტისადმი ჩემი დამოკიდებულება კი იცით.
ჰოდა, რომ აცხადებთ, ლარის გაუფასურებაც, ეკონომიკური ვარდნაც და ტურიზმის ჩავარდნაც ნაცების ბრალია და 20-21 ივნისის პროცესები რომ არა, ყველაფერი აჟურში იქნებოდაო, მეც მაქვს შეკითხვები: 
– რატომ ყელყელაობენ დღემდე ნაცები?
– ვის ევალებოდა ხალხის ხმის მოსმენა და შესმენა?
– რატომ არ დასაჯეთ ეს მანიაკები?
– რატომ მოხდა 20-21 ივნისის პროცესები?
– რატომ ვერ აიცილეთ თავიდან ნაცების რევანშის მცდელობა?
– სად არის პრევენციული ღონისძიებები?
იცით, რას გეტყვით:
– თქვენ ხართ ხელისუფლებაში!
– თქვენგან მოითხოვდა ხალხი ამ მანიაკების დასჯას და თქვენ არ დასაჯეთ ნაცდამნაშავეები!
– თქვენ არ თუ ვერ აიცილეთ თავიდან 20-21 ივნისის პროცესები!
– თქვენ არ მოახდინეთ პრევენცია!
კი, ნაცსექტანტები დამნაშავეები არიან, რადგან მათი პრინციპია: რაც უარესი, მით უკეთესი!
მაგრამ თქვენ სულ, სულ არაფერზე ხართ პასუხისმგებლები?!
თქვენ სულ არაფერი მოგეთხოვებათ?!
თქვენს ბრალეულობას ვერაფერში ხედავთ?!
თუმცა, სასაყვედურო რა გაქვთ; პირიქით, ჩვენგან უღრმესი მადლობა გეკუთვნით, რადგან საყოველთაოდ ცნობილია თქვენი დამსახურება:
დილით მზის ამოსვლა და საღამოს ზღვის ტალღების შრიალი!
ამისთვისაც გმადლობთ!
სირცხვილია!
და გრცხვენოდეთ!” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close