Uncategorized

ექსკლუზივი: გლუშკოვების საქმე – დამოკლეს მახვილი ქართული სამართალწარმოებისთვის?!

 

eupoliticalreport.eu – მა გამოქვეყნდა სკანდალური დასკვნა სათაურით –  „საქართველოში კორუფცია აღმოიფხვრა?“

ვიდრე ამ წერილის შინაარსს გაგაცნობდეთ, აღვნიშნავთ, რომ დასკვნა ეხება 2018 წლის აგვისტოში საქართველოში დაკავებულ ორ პიროვნებას. ინფორმაცია არქივიდან: „რუსეთის, ნიჟეგოროდის ოლქის საკრებულოსა და ბალახნინსკის ოლქის დეპუტატები, ძმები ალექსანდრე და ვლადიმირ გლუშკოვები საქართველოში დააკავეს. დეპუტატები საერთაშორისო ძებნაში თაღლითობისა და ქრთამის აღებისთვის იყვნენ გამოცხადებული. ამის შესახებ ინფორმაციას ნიჟეგოროდის ოლქის საგამოძიებო სამსახურზე დაყრდნობით რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი“ ავრცელებს. ნიჟეგოროდის საგამოძიებო უწყებამ ძმების ალექსანდრე და ვლადიმირ გლუშკოვების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 22 მარტს აღძრა. ძმებმა გლუშკოვებმა კი, რუსეთი დატოვეს. ქართველმა სამართალდამცველებმა 2 აგვისტოს საქართველოში ერთ-ერთი ძმა ვლადიმირ გლუშკოვი, ხოლო 5 აგვისტოს ალექსანდრე გლუშკოვი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ალექსანდრე გლუშკოვმა 2015 წლის ივლისში შუამავლის, ძმის ვლადიმირ გლუშკოვის მეშვეობით,სამშენებლო კომპანიის დირექტორისგან ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის მიწის გამოყოფის სანაცვლოდ, ქრთმამის სახით 6 მილიონი რუბლი მიიღო. გარდა ამისა, 2013-2016 წლებში ძმებმა გლუშკოვებმა გაყალბებული დოკუმენტაციით ორსართულიანი სავაჭრო ცენტრი ააშენეს იმ ტერიტორიაზე, რომელიც ავტოსადგურის ექსპლუატაციისთვის იყო განკუთვნილი. ამასთან, ირგვლივ მდებარე ყველა შენობა-ნაგებობა დაანგრიეს, მოსახლეობა კი, სატრანსპორტი კვანძის გარეშე დარჩა. ამ სქემის შედეგად, ბალახნინსკის რაიონს 100 მილიონი რუბლის ოდენობის ზარალი მიადგა. ამჟამად ძმების გლუშკოვების რუსეთში ექსპოტრადიდრების საკითხი განიხილება“.

ექსტრადიციის საკითხის განხილვის პროცესში ადვოკატმა ლალი აფციაურმა მიმართა შესაბამის ორგანოებს, წარადგინა ყველა დამადასტურებელი დოკუმენტი, იმისა, რომ ძმების ექსტრადირება რატომ არის დაუშვებელი. აფციაური წერს: „დასაბუთება: ბრალდების მხარის შუამდგომლობის პუნქტი 63 თანახმად: – ალ. გლუშკოვს უარი ეთქვა  საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე. წარმოდგენილი სარჩელით და თანდართული დოკმენტებით დასტურდება, მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილების უკანონობა. ვინაიდან მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია  ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხთან,  დასაშვებობის საკითხის ობიექტურად განხილვის მიზნით, სასამართლოში უნდა მოხდეს აღნიშნული საჩივარისა და საჩივარზე დართული მტკიცებულებების გამოკვლევა.  დასაბუთება:  შუამდგომლობის არერთ პუნქტში ბრალდების მხარე მიუთითებს, რომ  – ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება  ტვირთი წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების  არსებობას ვარაუდისთვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში  იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობას.  დაცვის მხარემ მოიპოვა ახალი მტკიცებულებები რუსეთის ფდერეციაში ადამიანის უფლებათა მასიური დაღვევევბის შესახებ“.

ლალი აფციაური დღეს მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს და მოითხოვს  ყველა იმ პირის დაკითხვას, ვინც უშუალო მოწმეები არიან და დაადასტურებენ, რომ რუსეთში ძმები გლუშკოვებს პოლიტიკური ნიშნით დევნიან.

გთავაზობთ eupoliticalreport.eu -ის წერილს:

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მონაცემებით, გასულ თვეს გამოქვეყნებული 2018 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველოს, ესპანეთთან და ლატვიასთან ერთად 41-ე ადგილი უკავია, რაც უმნიშვნელოვანესი გაუმჯობესებაა 2017 წელთან შედარებით.

კორუფციის პრობლემის გადაჭრაში უდიდესი გაუმჯობესება განხორციელდა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომლის რეფორმებმა აღმოფხვრა კორუფცია დაბალ ეშელონებში, მაგრამ ახლა ქვეყანა დემონსტრაციულად დგას დემოკრატიის უკანდახევისკენ, რაც კორუფციის მაღალი დონისკენ უბიძგებს ქვეყანას. ეს ხდება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულების, კორუფციისა და პოლიტიკური ჩარევის არარსებობის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობაში კორუფციისა და არასწორი საქციელის გამოძიების გადაუდებელი აუცილებლობა იყო, საქართველომ ვერ შეძლო დამოუკიდებელი უწყებების შექმნა ამ მანდატის შესასრულებლად. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” განაცხადა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრესი შეიძლება შენელდეს და შეიცვალოს, თუ საქართველოს ხელისუფლება არ მიიღებს სასწრაფო ზომებს ინსტიტუტების დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის სასამართლოების ჩათვლით.

საქართველოს სასამართლო სისტემა 2012 წლიდან ბევრ რეფორმასა და ცვლილებას განიცდიდა, რომელთაგან ყველა მიზნად ისახავდა უკეთესობისკენ სწრაფვას. მსოფლიო იუსტიციის პროექტის  2017-2018 წლის კანონის თანახმად, საქართველო ევროპაში საუკეთესო 22 ქვეყანას შორისაა, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში პირველ ადგილზეა სასამართლოების ეფექტურობის თვალსაზრისით.

მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდის (ვაშინგტონი, DC) მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების 2019 წლის ინდექსით საქართველოს ეკონომიკის თავისუფლების რეიტინგში მსოფლიოში მეტექვსმეტე ადგილზეა და მისი საერთო ქულა რეგიონულ და მსოფლიო მასშტაბით საშუალოა. თუმცა, ინდექსი ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, კონსტიტუცია და კანონები უზრუნველყოფენ სასამართლო დამოუკიდებლობას, პოლიტიკური ზეწოლა ემუქრება მიუკერძოებლობას. გარდა ამისა, საჯარო მოხელეების მაღალი დონის კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება.

საერთაშორისო ორგანიზაციების დადებითი შეფასებების მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობს სასამართლო სისტემის კორუფციისა და მიკერძოებული სამართალწარმოების მტკიცებულება.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა, რომელიც ამჟამად განიხილება, ეხება ძმები  გლუშკოვების საქმეს  რომლებსაც რუსეთის ფედერაცია ედავება ბალახენსკის რაიონის ავტოსადგურის რეკონსტრუქციისას, სავარაუდო თაღლითობის გამო და მიმდინარეობს გამოძიება. ორივე ძმა 2018 წლის აგვისტოში საქართველოში დააკავეს. ისინი ცდილობდნენ პოლიტიკური თავშესაფარი მოპოვებას საქართველოში, ისინი მოითხოვდნენ რუსეთის ფედერაციის საკანონმდებლო ორგანოებისგან  მათ მიმართ განხორციელებული შევიწროების გამო და მოსალოდნელი შევიწროებისაგან  დაცვას.

ძმები გლუშკოვები  აცხადებენ, რომ 6 თვის განმავლობაში, საქართველოში ყოფნის პერიოდში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა სცადა მოლაპარაკება მათთან, რათა მიეცათ პოლიტიკური თავშესაფარი 300 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ. გლუშკოვების თქმით, მათ უარი განუცხადეს ჩინოვნიკებს, რის შემდეგ ისინი დააპატიმრეს, რაც მათთვის იყო მოულოდნელი. სავარაუდოა, რომ ჩინოვნიკებმა  მოითხოვეს ფული, იმ მიზნით, რომ ძმები გლუშკოვები გაენთავისუფლებინათ საქართველოს ციხიდან.

სპეცოპერაციის დროს სახელმწიფო უშიშროების ოფიცერი ოთარ გაბუნია და ადვოკატი ირაკლი გაფრინდაშვილი დააკავეს, როდესაც ალექსანდრე გლუშკოვის მეუღლემ 10 000 დოლარი მისცა მათ, რაც წინასწარ მოითხოვეს მთავრობის მაღალჩინოსნებმა, რათა დაეხსნათ ძმები გლუშკოვები  ციხიდან.

ასეთი ქმედებები,  სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს სასამართლო სისტემის შესახებ, რადგან ისინი არღვევენ არა მარტო საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ამ მუხლში ჩამოთვლილ ადამიანის უფლებათა დაცვის დებულებებს, არამედ ასევე არღვევს საქართველოს კანონდებლობას.

დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლს პირველი ნაწილი –  ქართულ მედიაში ვცელდება დაუზუსტებელი და სავარაუდო ხმები , თითქოს სავარაუდო მექრთამეობაში და კორუფციაში ჩარეულები არიან საქართველოს პროკურატურის მაღალჩინოსნები.

ფაქტია, რომ მათი ადვოკატების არაერთი საჩივრის მიუხედავად,ძმები გლუშკოვების დაკავების შემდეგ, სამჯერ გაგრძელდა მათი საექსტრადიციო დაკავების ვადა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი: „ექსტრადაციის დაწყებას აპირებენ”.

მაგრამ მაქსიმალური ვადით (9 თვე) პატიმრობის ვადის გაგრძელება არღვევს საქართველოს კანონს “საერთაშორისო დაცვის შესახებ”, რომლის მიხედვითაც აკრძალულია თავშესაფრის მაძიებლების დაკავება ექსტრადიციისთვის.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მსურველთათვის, პატიმრობის ვადა ორჯერ გაგრძელდება, არა უმეტეს სამი თვისა. ამა წლის მარტში, ძმები გლუშკოვები უნდა გაათავისუფლონ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სასამართლომ არ უნდა გადაწყვიტოს მათი ექსტრადიციის საკითხი.

საქართველოს ხელისუფლებამ გლუშკოვების წინააღმდეგ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა მიიღო 2018 წლის 10 აგვისტოს. მათი მუდმივი პატიმრობა არღვევს მათ უფლებებს, რაც გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე -5 მუხლის პირველი პუნქტით, რომლის მიხედვითაც ყველას აქვს თავისუფლების და  უსაფრთხოების უფლება. პრობლემის მოგვარებაში არანაირად არ ვამცირებთ და არ გვავიწყდება საქართველოს წარმატებები კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ხელისუფლების ძალისხმევას და კორუფციის აღმოფხვრას  სასამართლოში და სასამართლო ორგანოებში“.

„ქართული მხარე ამტკიცებს, რომ რუსეთიის გენერალური პროკურორის ერთი ფარატინა წერილი, გარაანტიაა იმისა, რომ არ დაირღვევა ძმების ინტერესები და  არ აწამებენ მათ, ან სხვა რაიმე ტიპის ზეწოლას არ ექნება ადგილი. თუმცა, ავიწყდებათ, რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების შესახებ. რუსეთის მხრიდან ჩადენილი უსამართლობის გასახსენებლად, საკმარისია რამდენიმე მაგალითი, როგორიცაა ქართველების მასობრივი გამოევება, სადაც სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაცია დამნაშავედ სცნო, ტატუნაშვილის საქმე, საზღვრისპირა სოფლებიდან გატაცებულები და ა.შ. არ ვიცი რა გარანტია აქვს ქართველ სამართალდამცველებს, იმისა, რომ რუსეთში პოლიტიკური ნიშნით დევნილ ძმებს არ გაუსწორდებიან? ასევე, საქართველოს მთავარი პროკურატურა ამტკიცებს, რომ გლუშკოვები ისარგებლებენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე- 6 მუხლით – სამართლიანი სასამართლოს უფლება.  ამასობაში კი, რუსეთის ფედერაციას მიღებული აქვს საკონსტიტუციო ცვლილება, თუ სტრასბურგის სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილების აღსრულება,   ხელს არ აძლევს რუსეთს, მას სცნობენ აღუსრულებლად – ჩვენი სასამართლო უფრო კარგად იცავს ადამიანის უფლებებს ვიდრე სტრასბურგი. აი, ასეთი ვითარებაა“, – აცხადებს „პროგრესნიუსთან“ საუბრისას ადვოკატი ლალი აფციაური.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close