საზოგადოება

ექიმები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირების ერთ-ერთი რისკფაქტორი სიმსუქნეა

ნიდერლანდელი ექიმები კორონავირუსით დაინფიცირების რისკფაქტორად სიმსუქნეს ასახელებენ. გამოცემა, „ენელთაიმსის“ ინფორმაციით, ნიდერლანდების ინტენსიური თერაპიის განყოფილების სპეციალისტების ასოციაციის ხელმძღვანელი, დიდერიკ გომერსი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ით დაავადებულების 80 პროცენტს, რომლებიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებიან, წონის პრობლემები აქვთ.

როტერდამის სამედიცინო ცენტრის თანამშრომელი ლიზბეტ ვან როსუმი ამბობს, რომ სიმსუქნე რისკის შემცველია, რადგან იმუნიტეტს ასუსტებს. ამასთანავე, სამედიცინო ცენტრის თანამშრომელი მოსახლეობას მოუწოდებს, არ მიმართონ მკაცრ დიეტას ინფექციის პრევენციის მიზნით, რადგან საკვები ნივთიერებების ნაკლებობამ ასევე შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს იმუნურ სისტემაზე. ნიდერლანდებში „კოვიდ-19“-ით 11 750 ადამიანი დაინფიცირდა, 864 დაიღუპა, 253 კი გამოჯანმრთელდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close