მთავარი»პოლიტიკა»ელენე ხოშტარია “ევროპული საქართველოდან” მიდის

ელენე ხოშტარია “ევროპული საქართველოდან” მიდის

11
გაზიარებები
Pinterest Google+

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია პარტიას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუპოსტი” ავრცებს.

“ნიუპოსტის” წყაროს ინფორმაციით, ხოშტარიას გადაწყვეტილება პარტიაში დიდი ხნის წინ დაწყებულ დაპირისპირებას უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად ელენე ხოშტარია სამეგრელოში, ახალგაზრდულ ჯგუფთან ერთად იმყოფება და მოსახლეობაში პიარ-კამპანიას ისე აწარმოებს, რომ „ევროპული საქართველოს” ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერები საქმის კურსში არ ჩაუყენებია.

ხოშტარიას ვიზიტის შესახებ თანაგუნდელებისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, როცა დეპუტატმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა. “ნიუპოსტს” კულუარულად ეს ინფორმაცია დაუდასტურეს, თუმცა უცნობია, როდის გააკეთებს განცხადებას ელენე ხოშტარია.

წინა პოსტი

„უარვყოფ ხმებს, რომ პრეზიდენტმა გაიყვანა თავისი ოჯახი!“ - ბიბილოვმა მოსახლეობას მიმართა

შემდეგი პოსტი

"ჩემი მკურნალობა ფსიქიარტთან დიდი ხანი გაგრძელდა..“