საზოგადოება

ეკლესიის ისტორიაში არ არსებობს პატრიარქის მიმართ მეუფე პეტრეს მიერ მიყენებული შეურაცხყოფის მსგავსი მაგალითი

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმის თანახმად, სინოდის წევრებმა აღნიშნეს, რომ ეკლესიის ისტორიაში არ არსებობს პატრიარქის მიმართ მიტროპოლიტი პეტრეს მიერ მიყენებული შეურაცხყოფის მსგავსი მაგალითი.

როგორც ოქმშია აღნიშნული, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აღნიშნა, რომ მეუფე პეტრე გამორჩეული მღვდელმთავარი იყო და მისი ამგვარი ცვლილება მეტად სამწუხაროა.

„მღვდელმთავრებმა იმსჯელეს მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მიერ, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისა და წმინდა სინოდის მიმართ საჯაროდ არაერთგზის გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების თაობაზე. წმინდა სინოდის წევრებმა აღნიშნეს, რომ ეკლესიის ისტორიაში ჩვენ ვერ ვნახავთ პატრიარქის შეურაცხყოფის მსგავს მაგალითს. უწმინდესმა ბრძანა, რომ მეუფე პეტრე იყო გამორჩეული მღვდელმთავარი, იგი იყო ახალშექმნილი ხევის პირველი ეპისკოპოსი და მეტად სამწუხაროა მისი ამგვარი ცვლილება.

წმინდა სინოდის მღვდელმთავრებმა კათოლიკოს-პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფის, დაუსაბუთებელი ბრალდებების, ხშირ შემთხვევაში ცილისწამებებისა და სხვა კანონიკური დარღვევების გამო, ერთხმად მოუწოდეს მეუფე პეტრეს სინანულისაკენ. მიტროპოლიტმა პეტრემ არ სცნო თავი დამნაშავედ და არ დაეთანხმა სინოდის მოწოდებას მონანიების თაობაზე.

წმინდა სინოდმა განაჩინა:

მიტროპოლიტ პეტრეს, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე (სადაც ნათქვამია, რომ მკაცრად ისჯება სასულიერო დასის წევრი (კლერიკოსი),[1] რომელიც შეურაცხყოფს საკუთარ ეპისკოპოსს) აეკრძალოს მღვდელმოქმედება, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად“, – ნათქვამია წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close