მთავარი»Slider»ეგზიტპოლის შედეგებით უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ეგზიტპოლის შედეგებით უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

9
გაზიარებები
Pinterest Google+

 

ეგზიტპოლის შედეგებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და კომიკოსი და მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი დაუპირისპირდებიან ერთანეთს.

ეგზიტპოლის შედეგებით, პეტრო პოროშენკოს 17,8% აქვს, ვლადიმერ ზელენსკის 30,4%, იულია ტიმოშენკოს კი 14,2%. იმისთვის რომ არჩევნები შემდგარად ჩაითვალოს, კანდიდატმა ხმათა 50%-ზე მეტი უნდა დააგროვოს.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ 10 აპრილს გაიმართება.

უკრაინაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე, თბილისის დროით კი 21:00 საათზე დაიხურა.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 5 წელიწადში ერთხელ იმართება. უკრაინის 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 39 კანდიდატი მონაწილეობს, მათგან 35 კაცია და 4 ქალი.

 

წინა პოსტი

„ერთი კიტოვანის კომენტარი დამაკლდა.. რამდენი გულშემატკივარი ჰყოლია“

შემდეგი პოსტი

ამდენი მოტრფიალე თუ ჰყავდა ცხონებულ ზვიადს, მის წინააღგმდეგ ომი ვინ დაიწყო?