სამართალი

ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება ვატო ყიფიანმა დაუკვეთა – პროკურორი

ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის მზადების საქმის პროკურორმა, გიორგი კავსაძემ ამ საქმეზე დაკავებული ექვსი პირისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შემდეგ განაცხადა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება ვატო ყიფიანმა დაუკვეთა, რაც მოწმის ჩვენებით და სხვა მტკიცებულებებით დასტურდება.

მას არ დაუკონკრეტებია მოწმის ჩვენების გარდა, რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას.

პროკურორის თქმით, როდესაც შეიქმნება მტკიცებულებების სტანდარტი, ვატო ყიფიანის მიმართ, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება.

პროკურორმა კომენტარი არ გააკეთა, რა მოტივით იგეგმებოდა დანაშაული გიორგი და დავით ფეიქრიშვილების მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მზადების საქმეზე ბრალდებულ პირებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში ორი პირის შეკვეთილი მკვლელობა იგეგმებოდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close