მთავარი»საზოგადოება»დღეს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა

დღეს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა

3
გაზიარებები
Pinterest Google+

დღეს, 25 მარტს, საქართველოს სამოციქულო ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღე აღნიშნავს.

ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ დოკუმენტი ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო კრებაზე 1917 წლის 12 ( 25) მარტს მიიღო. იმავე წლის სექტემბერში, ქართულმა ეკლესიამ, 106 წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ, კვლავ აირჩია კათოლიკოს-პატრიარქი კირიონი, რომელიც შემდგომ მარტყოფის მონასტერში მოკლეს.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მსოფლიოს ყველა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აღიარა, მაგრამ არ არსებობდა ამ აღიარების წერილობითი დასტური. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მოღვაწეობით, მსოფლიოს საპატრიარქომ 1990 წელს ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა.

ამავე წლის 4 მარტს, მართლმადიდებლობის დღესასწაულის დღეს, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა ყოვლადუწმიდესმა დიმიტრიოსმა საზეიმო ვითარებაში გადასცა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს საქართველოს უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების, და საქართველოს უწმიდესი ეკლესიის მეთაურის საპატრიარქოს ტიტულის ცნობისა და ბოძების სიგელები.

 

წინა პოსტი

ისრაელის ბიზნესპალატა და ისრაელის სახლი StopCov.ფონდში 18 ათას ლარს შეიტანენ

შემდეგი პოსტი

კორონავირუსით ინფიცირებული ყველაზე ხანდაზმული პაციენტი 82 წლისაა, ყველაზე პატარა კი - 2 წლის